გრიგოლ გეგელია თვითმმართველობის არჩევნებზე - ეს არ წარმოადგენს საკითხს, რომელიც დღეს აქტუალური ან რელევანტურია

კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე საუბარი დღეისათვის, არარელევანტურია.

მისი თქმით, ამ ეტაპზე, დღის წესრიგში უფრო მნიშვნელოვანი საკითხებია, როგორიცაა ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

„ჩვენი პოზიცია არის მყარი და უცვლელი. ეს არ წარმოადგენს საკითხს, რომელიც ან აქტუალურია, ან რელევანტური დღესდღეობით. მე ვფიქრობ, 2025 წლის აპრილში გვაქვს უფრო მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც არის პირველ რიგში, ახალი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივი გათავისუფლება. ეს არის ის პოლიტიკური დღის წესრიგი, რომლითაც ჩვენ ვართ დაინტერესებული, რომლის ირგვლივაც ჩვენ ვმუშაობთ და ამ მიმართულებით ფიქრს აქტიურად ვაგრძელებთ,“ - განაცხადა გეგელიამ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე