ჯო ბაიდენი - პაპი ფრანცისკე ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლიდერი იყო - ის ყველას პაპი იყო, ის ხალხის პაპი იყო

პაპი ფრანცისკე ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლიდერი იყო, - ასე ეხმაურება აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი რომის პაპის გარდაცვალებას.

„ის ყველა მისი წინამორბედისგან განსხვავებული იყო. ათწლეულების განმავლობაში არგენტინაში დაუცველ ადამიანებს ემსახურებოდა. როგორც რომის პაპი ის მოსიყვარულე მოძღვარი და მასწავლებელი იყო, რომელმაც სხვადასხვა აღმსარებლობებს ხელი გაუწოდა. ის უძლური ადამიანების დამცველი იყო. ხელს უწყობდა თანასწორობის გავრცელებასა და მთელ მსოფლიოში სიღარიბისა და ტანჯვის დასრულებას. რაც მთავარია, ის ყველას პაპი იყო. ის ხალხის პაპი იყო“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

რომის პაპი ფრანცისკეს გარდაცვალებას აშშ-ის კიდევ ერთი ყოფილი პრეზიდენტი, ბარაკ ობამაც გამოეხმაურა.

„თავისი თავმდაბლობითა და ჟესტებით, რომელიც ერთდროულად მარტივი და ძლიერი იყო, მან შეგვახსენა, რომ ღმერთისა და ერთმანეთის წინაშე ჩვენ მორალური ვალდებულებები გვაკავშირებს“, - დაწერა ბარაკ ობამამ სოციალურ ქსელში.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა