კრემლის პრესსპიკერი აცხადებს, რომ 9 მაისს მოსკოვში დონალდ ტრამპის ვიზიტის შესახებ საუბარი არ ყოფილა

9 მაისს მოსკოვში დონალდ ტრამპის ვიზიტის შესახებ საუბარი არ ყოფილა, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ამის შესახებ საუბარი არ ყოფილა“, - აღნიშნა პესკოვმა.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ იმ ევროპელ ლიდერებს, რომლებიც 9 მაისს მოსკოვში აღლუმზე დასწრებას გეგმავენ, უფრო მეტი გამბედაობა აქვთ, ვიდრე მათ, ვინც ცდილობს, რომ მათ დაემუქროს.

„პირველ რიგში, ცდილობენ დაემუქრონ მათ, ვინც გეგმავს, რომ იმ ადამიანების ისტორიული ღვაწლი აღნიშნოს, რომლებმაც ნაციზმთან ბრძოლაში სიცოცხლე გაწირეს“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ცნობისთვის, გასულ კვირას, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში დაგეგმილ აღლუმში ევროკავშირის წევრი ან კანდიდატი ქვეყნის მონაწილეობას ევროკავშირი პასუხის გარეშე არ დატოვებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!