ლევან სანიკიძე - ევროპელ პარტნიორებთან დავაფიქსირებთ პოზიციას, რომ სანქციები გამკაცრდეს კონკრეტული ინდივიდების მიმართ, ვინც ქვეყანას ანგრევს და ვიზალიბერალიზაციის გაუქმება გამოყენებული არ იყოს

უახლოეს მომავალში, მნიშვნელოვანი შეხვედრები გვექნება ევროპელ პარტნიორებთან-გვექნება დაფიქსირებული პოზიცია, რომ სანქციები გამკაცრდეს კონკრეტული ინდივიდების მიმართ, ვინც ანგრევს ამ ქვეყანას. უკიდურესი ზომა, რაც არის ვიზალიბერალიზაციის გაუქმება, არ იყოს გამოყენებული,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.

როგორც სანიკიძემ აღნიშნა, ქართველები არ უნდა დაისაჯონ ივანიშვილის გამო.

„უახლოეს მომავალში ევროპაში დაგეგმილია არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, როგორც ვიცი EPP-ს კონგრესი არის დაგეგმილი, ასევე მნიშვნელოვანი შეხვედრები გვექნება ევროპელ პარტნიორებთან, გვექნება დაფიქსირებული პოზიცია, რომ სანქციები გამკაცრდეს კონკრეტული ინდივიდების მიმართ, ვინც ანგრევს ამ ქვეყანას. უკიდურესი ზომა, რაც არის ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არ იყოს გამოყენებული. ქართველები არ უნდა დაისაჯონ ივანიშვილის გამო. ეს არის ცალსახა პოზიცია. უნდა დაისაჯოს „ქართული ოცნება“ თავისი წარმომადგენლებით და არ უნდა დავისაჯოთ თითოეული ჩვენგანი“, - აღნიშნა სანიკიძემ.

მან თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სოციოლოგიურად, პრაგმატულად და პოლიტიკურად არჩევნებში მონაწილეობა წარმოუდგენელია.

„სოციოლოგიურად, პრაგმატულად, პოლიტიკურად წარმოუდგენელია იქ მონაწილეობა. ბატონი გახარია, ბიძინა ივანიშვილთან და დასავლეთიდან გარანტიების მიღების გარეშე აპირებს მონაწილეობის მიღებას. გახარია რომ ამბობდეს, ცესკო შეიცვალოს და შემოვალ, კიდევ გავიგებდი. მისი პოლიტიკური პარტია ფაქტობრივად ამბობს, რომ ამ წესებით, რაც ივანიშვილს აქვს, აპირებს მონაწილეობას. თუ სისტემური პოზიციონირება უნდა, კი ბატონო, იყოს. ძალიან გაუჭირდება“,- აღნიშნა სანიკიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი