ნარკოდანაშაულში ბრალდებულ 22 წლის თედო აბრამოვის საქმის პროკურორი - საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გვაქვს წარმოდგენილი, რომლის მიხედვითაც, ნარკოტიკის შესაფუთ მასალაზე აბრამოვის ბიოლოგიური კვალი ამოვიდა

ნარკოდანაშაულში ბრალდებულ 22 წლის თედო აბრამოვის საქმის პროკურორის, ნუგზარ ჭიტაძის თქმით, მას საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა აქვს წარმოდგენილი, რომლის მიხედვითაც, ნარკოტიკის შესაფუთ მასალაზე აბრამოვის ბიოლოგიური კვალი ამოვიდა.

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში აღნიშნულ საქმეზე სხდომა მიმდინარეობს.

დღევანდელ პროცესზე პროკურატურას ორი პოლიციელი ჰყავს წარმოდგენილი, რომელთაც, აბრამოვის სახლის ჩხრეკა ჩაატარეს, თუმცა, იქიდან ნარკოტიკული საშუალება არ ამოუღიათ.

თედო აბრამოვი ბრალს არ აღიარებს. მისი ადვოკატის ინგა ჯაბანიშვილის განმარტებით, ბრალდებულს არანაირი ნარკოტიკული საშუალება არ ჰქონია. ამასთან ადვოკატის თქმით, პირადი ჩხრეკის და დაკავების დროს მისი უფლებები დაირღვა.

დღევანდელ პროცესს ესწრებიან გერმანიის საელჩოს წარმომადგენლებიც.

ცნობისთვის, თედო აბრამოვი სამართალდამცავებმა 7 დეკემბერს დააკავეს.

თედო აბრამოვს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა ტარებას გულისხმობს.

ბრალის მიხედვით აბრამოვის პირადი ჩხრეკისას სამართალდამცავებმა ნარკოტიკული საშუალება 5 გრამამდე „მდმა“ ამოიღეს.

აღნიშნული ქმედება 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს