კახა კალაძე ეუთოს გენერალური მდივნის ვიზიტზე - მისასალმებელია მსგავსი ტიპის ვიზიტები - რაც შეეხება ოპოზიციის დამოკიდებულებას, საინტერესო არ არის, რადგან ჩვენ არ გვყავს ოპოზიცია, გვყავს რადიკალური დაჯგუფება, აგენტურა, ქვეყნის მტრები

ეუთოს გენერალური მდივანი ოფიციალური ვიზიტით არის ჩამოსული. ოპოზიციის დამოკიდებულებას რაც შეეხება, ვფიქრობ, არსებითად საინტერესო არ არის. ჩვენ არ გვყავს ოპოზიცია, რადიკალური დაჯგუფება გვყავს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ეუთოს გენერალური მდივანი საქართველოში იმყოფება.

„სამუშაო შეხვედრები მიმდინარეობს, ოფიციალური ვიზიტით არის ჩამოსული. ოპოზიციის დამოკიდებულებას რაც შეეხება, ვფიქრობ, არსებითად საინტერესო არ არის. ჩვენ არ გვყავს ოპოზიცია, რადიკალური დაჯგუფება გვყავს, აგენტურა, ქვეყნის მტრები, რომლებიც დაკავებულები არიან ძირითადად მოღალატეობრივი ქმედებებით, სხვა ქვეყნის ინტერესების გატარებით. იცით, ეუთოს გენერალური მდივანი საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა, პარლამენტში გაიმართება შეხვედრა. მისასალმებელია მსგავსი ტიპის ვიზიტები“,-აღნიშნა კალაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ვიზიტით ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) გენერალური მდივანი, ფერიდუნ სინირლიოღლუ ეწვია.

ფერიდუნ სინირლიოღლუ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა. ასევე, დაგეგმილია ეუთო-ს გენერალური მდივნის შეხვედრა საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებთან.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს