კახა კალაძე - ნუ ელოდებით, რომ რომელიმე საელჩო გამოვა და პოლიციელებზე თავდასხმას დაგმობს - ის, რაც დედაქალაქის ქუჩებში ხდებოდა, უცხოეთიდან დაფინანსებით, ჩვეულებრივად პოლიტიკური პროცესი და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო

ნუ გექნებათ მოლოდინი, რომ რომელიმე საელჩო გამოვა და პოლიციელებზე თავდასხმას დაგმობს, - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, „დედაქალაქში მიმდინარე აქციების დროს დაშავებულ პოლიციელებზე“.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ის, რაც დედაქალაქში გასული თვეების განმავლობაში ხდებოდა, უცხოეთიდან იმართებოდა.

„ნუ ელოდებით, რომ რაიმე ტიპის განცხადება გაკეთდება, იმიტომ, რომ ის, რაც დედაქალაქის ქუჩებში ხდებოდა, რა თქმა უნდა, ხდებოდა უცხოეთიდან დაფინანსებით. ეს იყო ჩვეულებრივად პოლიტიკური პროცესი და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. შესაბამისად, ნუ გექნებათ იმის მოლოდინი, რომ რომელიმე საელჩო გამოვა და დაგმობს პოლიციელებზე თავდასხმას - იმ უბედურებას, რაც ხდებოდა პეტარდების, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების სროლით. ეს, რა თქმა უნდა, მოდიოდა უცხოეთიდან, უცხოური თანხებით და უცხოეთიდან ორგანიზებული რევოლუციური სცენარი იყო, თუმცა არ გამოუვიდათ. დღეს სახელმწიფო და მისი ყველა ინსტიტუცია მოწოდების სიმაღლეზეა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის