რელიგიის სააგენტო კათოლიკურ ეკლესიას თანაგრძნობას უცხადებს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მწუხარებას გამოთქვამს პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებსკათოლიკურ ეკლესიასა და მის მრევლს.

ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

„88 წლის ასაკში, რომის პირველი ლათინოამერიკელი პაპი ფრანცისკე (კარდინალი ხორხე მარიო ბერგოლიო) გარდაიცვალა. იგი 2013 წლიდან მეთაურობდა რომის ეკლესიას და მოღვაწეობდა მისი რეფორმირებისთვის, მათ შორის, ვატიკანის მშვიდობისმყოფელი როლის გაზრდისთვის გლობალურ კონლიქტებში. პონტიფიკოსი 2016 წელს საქართველოში იმყოფებოდა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა.

პაპი, როგორც მისი წინამორბედი წმიდა საყდრის სახელმწიფოს მეთაურები, განუხრელად უჭერდა მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

პაპ ფრანცისკეს ნებართვით, 2022 წელს, სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდმა ვატიკანში, სიქსტის კაპელაში, ქართული საგალობლები შეასრულა.

ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, პაპი ფრანცისკე წმინდა პეტრეს ბაზილიკის აივანზე ბოლოჯერ გამოჩნდა და მრევლს აღდგომა მიულოცა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მწუხარებას გამოთქვამს პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს კათოლიკურ ეკლესიასა და მის მრევლს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!