თაზო დათუნაშვილი - ფინანსთა სამინისტრომ იანვარ-მარტის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წინასწარი მაჩვენებლების შესახებ „სამარცხვინო განცხადება“ გაავრცელა

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრის, თაზო დათუნაშვილის შეფასებით, ფინანსთა სამინისტრომ იანვარ-მარტის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წინასწარი მაჩვენებლების შესახებ „სამარცხვინო განცხადება“ გაავრცელა.

როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, საგანგაშოა საქართველოს მონაცემები, მათ შორის საგარეო ვალის მიმართულებით.

„საერთაშორისო ძირითადი ინსტიტუტებიდან ვეღარ ხდება შეღავათიანი კრედიტების მოზიდვა. ძირითადად, სახელმწიფო ამ ვალს იღებს ქვეყნის შიგნით, რაც ნიშნავს, რომ ეს ვალი არის ბევრად უფრო ძვირი, ვიდრე ქვეყნის გარეთ აღებული სესხი. როცა ვლაპარაკობთ, რა მოაქვს ევროკავშირისგან და აშშ-გან იზოლაციას, ამ იზოლაციას მოაქვს ეს რიცხვები, მოაქვს პრობლემები გადასახადის აკრეფაში და პრობლემები საერთაშორისო ვალის მიმართულებით. საქართველოს, როგორც სახელმწიფოს „ქართული ოცნების“ პირობებში ძალიან ცუდი რეპუტაცია აქვს“, -განაცხადა დათუნაშვილმა.

მისი შეფასებით, ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ 2025 წლის იანვარ-მარტის მონაცემებში ნაჩვენებია, რომ ყველა ძირითადი გადასახადის მიმართულებით ბიუჯეტის პროგნოზის გეგმა ვერ შესრულდა.

„ყველაზე დიდი ჩამორჩენა გვაქვს აქციზისა და იმპორტის გადასახადში. აქციზის გადასახადი 490 მილიონი ლარი იქნა აკრეფილი 560 მილიონი ლარის მაგივრად. იმპორტის გადასახადში ჩამორჩენა გვაქვს და შესრულება არის 89.5 %. შედარებით მცირედი ჩამორჩენა არის მოგებისა და დღგ-ის გადასახადში, 96% და 99%-იანი. ჯამში, ეს ყველაფერი ასახავს ტენდენციას. ეს შეიძლება არ არის მყისიერი საფრთხის მაჩვენებელი, მაგრამ ცალსახად ასახავს ქართული ეკონომიკური აქტივობის ძალიან ცუდ ტენდენციას“, - განაცხადა დათუნაშვილმა.

მისი განმარტებით, აღნიშნული მონაცემები ასევე აჩვენებს იმას, რომ „საჯარო ინსტიტუტების მდგრადობა ისეთ დონეზე ვეღარ არის, როგორც რამდენიმე წლის წინ იყო“.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გააკეთა ცალსახად სამარცხვინო განცხადება, რომელზეც არცერთი რიცხვი არ იყო, გარდა დაჯამებული მონაცემებისა. საზოგადოებას რიცხვებით მანიპულირებას სთავაზობენ, რაც არის კატასტროფა. რაც შეიძლება ნორმალური იყოს თაღლითებისთვის, რომლის „ქოლ ცენტრებსაც“ ხელისუფლება მფარველობს. ეს ნამდვილად არ არის ნორმალური საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის. მარტივად რომ ვთქვათ, ფინანსთა სამინისტრო მანიპულირებს რიცხვებით და იტყუება, როცა ჯამურ მაჩვენებელს აჩვენებს მხოლოდ. ცალსახაა, რომ საერთო მაჩვენებელი გადაჭარბებით შეიძლება შესრულდეს კონკრეტული მუხლის საფუძველზე, ეს არის ბიუჯეტში დაგეგმილი სხვა გადასახადები, რომელშიც გადაჭარბება 261%-იანია“, - განაცხადა დათუნაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში