მაკა ბოჭორიშვილმა გაეროსთან აკრედიტებული ბურუნდის, ლესოტოს, ნეპალისა და ქუვეითის წარმომადგენლები მიიღო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაეროსთან აკრედიტებული ბურუნდის, ლესოტოს, ნეპალისა და ქუვეითის მუდმივი წარმომადგენლები მიიღო, რომლებიც საქართველოს 21-27 აპრილის პერიოდში სტუმრობენ.

საგარეო უწყების ინფორმაციით, მინისტრი მიესალმა ელჩების ვიზიტს საქართველოში და ხაზი გაუსვა ამგვარი ვიზიტების პოზიტიურ მნიშვნელობას.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე ელჩებს მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოს საგარეო პრიორიტეტების შესახებ.

„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას, საქართველოს რეგიონალურ როლს, ქვეყანაში გატარებულ რეფორმებს, ეკონომიკურ შესაძლებლობებსა და ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში მიმდინარე მოვლენებს.

მხარეებმა ისაუბრეს გაეროს ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებზე, ორგანიზაციაში მიმდინარე აქტუალურ პროცესებზე და საქართველოს ჩართულობაზე საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევაში გლობალურ გამოწვევათა დაძლევის გზაზე.

გაეროსთან აკრედიტებულმა მუდმივმა წარმომადგენლებმა მოინახულეს საოკუპაციო ხაზი სოფელ ხურვალეთთან და ეწვივნენ დევნილთა დასახლებას წეროვანში. ელჩები იმყოფებოდნენ ასევე იუსტიციის სახლში, სადაც გაეცნენ საქართველოს წარმატებულ გამოცდილებას სახელმწიფო სერვისების მიწოდების კუთხით.

ვიზიტის ფარგლებში, გაეროსთან აკრედიტებული მუდმივი წარმომადგენლები შეხვედრებს გამართავენ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. აგრეთვე ეწვევიან კახეთისა და აჭარის რეგიონებს. დაგეგმილია შეხვედრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს