სალომე ზურაბიშვილი - უკვე ადამიანებს აკავებენ საფეხმავლო ბილიკზე დგომისთვის, აჯარიმებენ მანქანის არასწორი დაყენებისთვის, როცა მანქანა არ ჰყავთ - ეს ხაზს უსვამს, რამდენად რუსულია რეჟიმი

სააღდგომო დღეებში რუსეთმა გააძლიერა უკრაინაზე შეტევა. ასევე იქცევა აქაური რუსული რეჟიმი, რომელმაც აღდგომა დღეს, ორშაბათს გაახშირა დაკავებები... უკვე ადამიანებს აკავებენ საფეხმავლო ბილიკსა და ტროტუარზე დგომისთვის, აჯარიმებენ მანქანის არასწორი დაყენებისთვის, როცა მანქანა არ ჰყავთ ანუ აბსურდულ მდგომარეობაში გადავედით, - ამის შესახებ მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ეს ყველაფერი ხაზს უსვამს, „რამდენად რუსულია რეჟიმი“.

„მინდა გითხრათ ჩემი აღშფოთება და ჩვენი, როგორც „წინააღმდეგობის პლატფორის“ პოზიცია იმის გამო, რაც ხდება სააღდგომო პერიოდში, „დიდი შვიდეულის“ დროს მაშინ, როცა ყველა ქვეყანაში ამ დროს მიღებულია ლმობიერება მათ მიმართ, ვინც ციხეში ზის. ჩვენთან ეს არ მოხდა და არ ხდება. ერთი მხრივ, ეს ძალიან გასაგებია იმიტომ, რომ ასე იქცევა რუსეთი და ვნახეთ დაბომბვები უკრაინის მისამართით - სწორედ იმ დღეებში, რომელიც არის საზეიმო და ქრისტიანული ქვეყნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაულები, რუსეთი აძლიერებს თავის შეტევას და იერიშს. ჩვენი, აქაური რუსული რეჟიმიც ასევე იქცევა თავისი მოსახლეობის და საზოგადოების წინააღმდეგ. ამ პერიოდში, აღდგომა დღეს, ორშაბათს გაახშირა დაკავებები - ყველაზე უსუსურ პირობებში. საერთოდ არავინ არაფერს არღვევს იმიტომ, რომ პირველივე დღიდან, ეს არის მშვიდობიანი პროტესტი, მაგრამ აქ უკვე გადავიდნენ ისეთ ქმედებებზე, როცა ადამიანებს აკავებენ თუნდაც საფეხმავლო ბილიკზე, ტროტუარზე, ადამიანებს აჯარიმებენ მანქანის არასწორი დაყენებისთვის, როცა მანქანა არ გააჩნიათ და ა.შ. ანუ აბსურდულ მდგომარეობაში გადავედით და სწორედ ამისთვის გამოყენებული არის ეს პერიოდი, რომელიც ჩვენთვის, ყველა ქრისტიანისთვის უნდა იყოს ცოტა სხვა დატვირთვის, მაგრამ ამას ვერ მოვთხოვთ რუსულ რეჟიმს. საზოგადოებისთვის გასაგები უნდა იყოს, რომ ესეც არის ძალიან ძლიერი ნიშანი იმის, თუ რამდენად რუსულია ეს რეჟიმი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია