ნათია თურნავა ყაზახეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე გალდავა ყაზახეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ტიმურ სულეიმენოვს შეხვდნენ.

ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის საბანკო და საფინანსო სისტემების მდგრადობასა და სტაბილურობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ხაზი გაესვა შუა დერეფნის ქვეყნებს შორის ფინანსური კავშირების განვითარების მნიშვნელობას.

მათივე ცნობით, მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში შემუშავებული 2025-2026 წლების ორმხრივი თანამშრომლობის საგზაო რუკა მიმოიხილეს, რომელიც ითვალისწინებს გამოცდილების და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას ფინანსური ტექნოლოგიების, საგადახდო სისტემების, ვირტუალური აქტივების სერვისის პროვაიდერების რეგულირების, საგადამხდელო ბალანსის, მონეტარული და მაკროპრუდენციული პოლიტიკის, კაპიტალის ბაზრების დაახლოების, ბანკნოტების გამოშვების, რისკების მართვისა და სხვა საკითხებში.

თავის მხრივ, ყაზახეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ტიმურ სულეიმენოვმა ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა და უფრო პროდუქტიული და ეფექტური პარტნიორობის მზადყოფნა გამოთქვა.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი