ადვოკატის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების დროს დაშავებული მამაკაცი სხვადასხვა დაზიანებით ამ დრომდე კლინიკაში რჩება

დღეს, საქალაქო სასამართლოში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების დროს დაშავებული ახალგაზრდა, ლაშა-გურამ ღონღაძე სხვადასხვა დაზიანებით ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

როგორც “ინტერპრესნიუსთან” ადვოკატმა ელგუჯა ავსაჯანიშვილმა განაცხადა, ღონღაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევების პასუხს ელოდებიან.

მისი თქმით, დაშავებულ ახალგაზრდას სუნთქვა და გადაადგილება უჭირდა.

„ახლაც კლინიკაში ვიმყოფები. ველოდებით კვლევის შედეგებს.

უჭირდა სუნთქვა, გადაადგილება, ჰქონდა თავბრუს ხვევა. შიში გვქონდა, რომ ფილტვი იყო გახეთქილი, თუმცა, საბედნიეროდ, ეს არ დადასტურდა.

კვლევები ჩაუტარდა და ველოდებით პასუხს. ამ დრომდე პოლიციიდან არავინ დაგვკავშირებია, არც დაინტერესებულან მისი მდგომარეობით”, - განაცხადა ელგუჯა ავსაჯანიშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა