სერგეი შოუგუ - რუსეთი დასავლეთის მიერ აგრესიის შემთხვევაში ბირთვული იარაღის გამოყენების უფლებას იტოვებს

რუსეთი დასავლეთის მიერ აგრესიის შემთხვევაში ბირთვული იარაღის გამოყენების უფლებას იტოვებს, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა.

„რუსეთის ფედერაციის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ უცხო ქვეყნები არამეგობრულ ქმედებებს განახორციელებენ, რომლებიც საფრთხეს უქმნის რუსეთის ფედერაციის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენი ქვეყანა ასეთი ქმედებების აღსაკვეთად და მათი განმეორების თავიდან ასაცილებლად სიმეტრიული და ასიმეტრიული ზომების მიღებას ლეგიტიმურად მიიჩნევს“, - განაცხადა სერგეი შოიგუმ.

მისი თქმით, რუსეთი „ევროპის ქვეყნების სამხედრო მომზადებას ყურადღებით აკვირდება“.

„2024 წლის ნოემბერში „ბირთვული შეკავების სფეროში რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლებში“ ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც რუსეთი იტოვებს უფლებას გამოიყენოს ბირთვული იარაღი მისი ან ბელარუსის რესპუბლიკის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში, მათ შორის ჩვეულებრივი ტიპის იარაღის გამოყენებითაც კი“, - აღნიშნა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში