რუსებმა უკრაინას 215 რაკეტით და დრონით შეუტიეს, უკრაინელებმა 112 სამიზნე გაანადგურეს

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაზე კომბინირებული თავდასხმა განახორციელეს სხვადასხვა ტიპის საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ბაზირების რაკეტებით, ასევე Shahed-ს ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით და სხვა ტიპის დრონი-იმიტატორებით, - ინფორმაციას უკრანული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო ძალების რადიოტექნიკურმა ჯარებმა, საერთო ჯამში, მტრის 215 საჰაერო სამიზნე აღმოაჩინეს.

კერძოდ, რუსებმა უკრაინას „ისკანდერ-M/KN-23“ ტიპის 11 ბალისტიკური რაკეტით, X-101 ტიპის 37 ფრთოსანი რაკეტით, „ისკანდერ-K“ ტიპის 6 ფრთოსანი რაკეტით, „კალიბრის“ ტიპის 12 ფრთოსანი რაკეტით, Х-59/Х-69 ტიპის 4 მართვადი საავიაციო რაკეტით, 145 Shahed-ისა და სხვადასხვა ტიპის დრონი-იმიტატორით დაარტყეს.

„წინასწარი მონაცემებით, 10:00 საათის მდგომარეობით, დადასტურებულია 112 საჰაერო სამიზნის ჩამოგდება“, - ნათქვამია საჰაერო ძალების განცხადებაში.

გარდა ამისა, ლოკალურად დაიკარგა მტრის 68 დრონი-იმიტატორი, უარყოფითი შედეგების გარეშე.

უკრაინის საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ ავიაციამ, კერძოდ, F-16-ისა და Mirage-ის გამანადგურებლების პილოტებმა, აქტიური მონაწილეობა მიიღეს თავდასხმის მოგერიებაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის