ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ეუთო-ს გენერალურ მდივანთან, ფერიდუნ სინირლიოღლუსთან შეხვედრას მართავენ

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ეუთო-ს გენერალურ მდივანთან, ფერიდუნ სინირლიოღლუსთან შეხვედრას მართავენ.

შეხვედრას ესწრებიან „ლელო-ძლიერი საქართველოს", კოალიცია „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები.

როგორც შეხვედრის დაწყების წინ, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა, სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციურ პარტიებს სურთ, ეუთო-ს გენერალურ მდივანს გააცნონ „სრული სურათი იმ უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია შექმნილი“.

„რეალურად ამ ვიზიტის მიზანი ისაა, რომ უკეთესად გაერკვიოს ქვეყანაში შექმნილ ვითარებაში. ეუთო - ეს არის ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს ყველა წევრ სახელმწიფოსთან, მიუხედავად იმისა, ქვეყანას მოცემულ მომენტში, რა რეჟიმი მართავს. ცხადია, ჩვენ აქ იმისთვის მოვედით, რომ გავაცნოთ სრული სურათი იმ უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია შექმნილი. ამასთან, ვესაუბროთ მას იმაზე, რა შეუძლია გააკეთოს ეუთომ იმისთვის, რომ საქართველოში შინაარსი და არსი დაუბრუნდეს დემოკრატიულ პროცესს, რომელიც დღეს წართმეული აქვს რუსული რეჟიმის მიერ“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

"ევროპული საქართველოს" წევრის, გიგი წერეთლის თქმით, ეუთო-ს ძალიან მნიშვნელოვანი დღის წესრიგი აქვს საქართველოსთან დაკავშირებით.

„ეუთო-ს ძალიან მნიშვნელოვანი დღის წესრიგი აქვს საქართველოსთან დაკავშირებით. საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, აქვს ვალდებულებები, მათ შორის, უპირველესად, ეს არის თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები, ადამიანის უფლებები, დემოკრატია. ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, ბუნებრივია, ამ მიმართულებით აბსოლუტურად საწინააღმდეგოა ამ პრინციპებთან. ამაზე იქნება საუბარი“, - აღნიშნა გიგი წერეთელმა.

რაც შეეხება პარტიას - „გახარია საქართველოსთვის“, არსებული ინფორმაციით, მისმა წარმომადგენლებმა ეუთო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრა დღეს უკვე გამართეს.

ცნობისთვის, ეუთო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრას არ აპირებენ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლები. ამის შესახებ მათ განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნავენ, რომ „რეჟიმის დამარცხებისთვისა და ქართველი ხალხის ისტორიული მიზნის მიღწევისთვის, სიცხადე და თანმიმდევრულობა მნიშვნელოვანია“.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე