გიორგი კაკაურიძე - ბიუჯეტის შესრულებას დღეის მდგომარეობით არანაირი შეფერხება არ აქვს და პირიქით, გადაჭარბებით არის შესრულებული

ბიუჯეტის შესრულებას დღეის მდგომარეობით არანაირი შეფერხება არ აქვს და პირიქით, გადაჭარბებით არის შესრულებული. ნებისმიერი მცდელობა წარმოაჩინონ თითქოს ბიუჯეტში რაიმე პრობლემატურია, მხოლოდ დეზინფორმაცია და მოსახლეობის შეგნებულად მოტყუებაა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ მიმდინარე წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, გაკეთდა აბსურდული განცხადებები, თითქოს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კომპანიებს გადასახადების წინასწარ გადახდას სთხოვს.

„მოვისმინეთ აბსურდული განცხადებები, თითქოს, შემოსავლების სამსახური სთხოვს კომპანიებს, რომ წინასწარ გადაიხადონ გადასახადები, რაც, რა თქმა უნდა, აბსურდია. მსგავსი რამ ვერ მოხდება. რაც „სხვა გადასახადების“ შესრულებაზე შეიძლება ითქვას, არის ის, რომ ხელფასთან ერთად კომპანიები იხდიან საშემოსავლო გადასახადს, რომელიც ხვდება თავდაპირველად „სხვა გადასახადებში“ და უკვე მომდევნო თვის 15 რიცხვში აისახება საშემოსავლო გადასახადში. ეს ყველა კომპანიამ კარგად იცის, ამიტომ არ მგონია მსგავსი განცხადებები მიზანმიმართული დეზინფორმაციის გარდა რამე სხვას ემსახურებოდეს. რაც შეეხება ზოგადად, რაც გადასახადებში დანაკლისი გვაქვს - რეალურად ერთადერთია აქციზი, რასაც, რა თქმა უნდა, თავისი ახსნა აქვს. ვინაიდან წელს თამბაქოსთან დაკავშირებით გარკვეული რეგულაციები შევიდა ძალაში, ვერ მოხდა იმ რაოდენობის თამბაქოს იმპორტი, რაც გასული წლების პირველ კვარტალში. ამასთანავე, კომპანიებს ჰქონდათ გარკვეული მარაგები. შესაბამისად, ეს დანაკლისი აქციზში, რაც გვაქვს უკვე მომდევნო თვეებში და მომდევნო კვარტლებში იქნება სრულად აღმოფხვრილი“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს