სალომე სამადაშვილი ლევან დავითაშვილის აშშ-ში ვიზიტზე - „ქართული ოცნების“ განცხადებები არ ასახავს შეხვედრის არსს - ჩვენი მეგობრობის ამოცანაა, კრიზისი ისე გადაილახოს, რომ ხალხი მინიმალურად დაზიანდეს და ეკონომიკური თანამშრომლობა ამის ასპექტია

„ქართული ოცნება“ მუდმივად ატყუებს საზოგადოებას და რეალურად, მათი განცხადებები არ ასახავს შეხვედრის არსს - ჩვენი მეგობრობის ამოცანაა, ქვეყანამ უზარმაზარი კრიზისი ისე გადალახოს, რომ მინიმალურად დაზიანდეს ქართველი ხალხი, ამ თვალსაზრისით, ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობა მნიშვნელოვანი ასპექტია,- ამის შესახებ „ლელო- ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის მიერ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ქვეყანა დღეს, „მძიმე ეკონომიკური კრიზისის წინაშე დგას“.

„ქართული ოცნება“ მუდმივად ატყუებს საზოგადოებას და რეალურად, მათი განცხადებები არ ასახავს შეხვედრის არსს. ეს კარგად ვნახეთ, როდესაც მაკა ბოჭორიშვილმა ძალიან ბევრი ტყუილი უთხრა ხალხს ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრასთან დაკავშირებით. მოვისმინეთ საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებები, რომლებიც აბსოლუტურად აცდენილი იყო ქართული მხარის განცხადებას.

დღეს, ჩვენ, საქართველო, ვდგავართ, მათ შორის, მძიმე ეკონომიკური კრიზისის წინაშე. ჩვენი მეგობრების ამოცანა არის, რომ ქვეყანამ გადალახოს ის უზარმაზარი კრიზისი, რომელიც ჩვენს წინაშე დგას ისე, რომ მინიმალურად დაზიანდეს ქართველი ხალხი. ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობა მნიშვნელოვანი ასპექტია. მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ საპირისპიროს უმტკიცებს ქართველ ხალხს, ქართველი ხალხის მეგობრები, პარტნიორები და მხარდამჭერები არიან დასავლეთში, რომლებიც არ წყვეტენ გარკვეული მიმართულებით მუშაობას, რადგან ამის შედეგი იქნება უკიდურესი სიღარიბის სწრაფი გაზრდა ქვეყანაში და ეკონომიკის ჩამოშლა. ამიტომ, ის რომ ეკონომიკური ბლოკის მიმართულებით თანამშრომლობა აქტუალურია, ეს არის ქართველი ხალხის ინტერესების გათვალისწინება ჩვენი დასავლელი მეგობრების მხრიდან.

ჩვენ ვიცით, რომ დღეს ვაშინგტონში მიმდინარეობს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი. ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ ათწლეულის განმავლობაში, პირველად ჩამოყალიბდება ძალიან მწყობრი პოლიტიკა სწორედ, „მეგობარი აქტის“ მიღების გზით წარმომადგენლობით ორგანოში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ექნებოდათ სასაუბრო ამერიკულ მხარეს იმ მოლოდინებთან დაკავშირებით, რომელიც დღეს არსებობს. რეალურად, რამდენიმე თვეში, ახალი რეალობის წინაშე იქნება საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობები. დარწმუნებული ვარ, არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლების აზრი, როგორ აპირებენ გაუმკლავდნენ ამ ახალ რეალობას, საინტერესოა ჩვენი ამერიკელი მეგობრებისთვის“,- აღნიშნა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა სახელმწიფო დეპარტამენტში, სადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ჯოშუა ჰაკთან ორი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტიული დღის წესრიგი განიხილა. უწყების ცნობით, დავითაშვილი ასევე, აშშ-ის კომერციის მდივნის თანაშემწეს გლობალური ბაზრების მიმართულებით აშოკ პინტოს შეხვდა და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო - ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა