კახა კალაძე რუსულ არხზე გასულ სიუჟეტზე - გუშინდელი ვიდეოჩანაწერი კიდევ ერთი დასტურია, რომ ეს უსამშობლო მოღალატეები პირდაპირ ჩართულები არიან სახელმწიფოს აყირავების თემაში

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში მიმდინარე პროცესები უცხოეთიდან იმართებოდა, რასაც გუშინ გავრცელებული ინფორმაციაც ადასტურებს, რომლის თანახმად, „რუსმა „პრანკერებმა“ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსა და ყოფილ ომბუდსმენს, უჩა ნანუაშვილს დაურეკეს და საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ესაუბრნენ“.

მისივე თქმით, „თანხები, რომელიც შემოედინებოდა არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით, დეკლარირების გარეშე, ე.წ. შავი ფული, მიემართებოდა პოლიტიკაში და იხარჯებოდა იმისთვის, რომ მომხდარიყო სახელმწიფო გადატრიალება, რევოლუცია“.

„ეს არის კიდევ ერთი დამადასტურებელი, რომ ის პროცესები, რაც ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარეობდა საქართველოში, ყველაფერი გარედან და უცხოეთიდან იმართებოდა. თანხები, რომელიც შემოედინებოდა არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით, დეკლარირების გარეშე, ე.წ. შავი ფული, რა თქმა უნდა, მიემართებოდა პოლიტიკაში, იხარჯებოდა იმისთვის, რომ მომხდარიყო სახელმწიფო გადატრიალება, რევოლუცია. ამის არაერთი მცდელობა გვახსოვს. გუშინდელი ვიდეოჩანაწერიც კიდევ ერთი დასტურია, რომ ეს უსამშობლო მოღალატეები პირდაპირ ჩართულები არიან სახელმწიფოს აყირავების თემაში, პირდაპირ ასრულებენ გარედან ბრძანებებს, დავალებებს. მათ არც სამშობლო გააჩნიათ, არც საკუთარი ოჯახი. ისინი პირდაპირ აგენტურულ ქსელს წარმოადგენენ და გარედან იმართებიან“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, რუსულ არხზე გასული სიუჟეტის მიხედვით, სადაც უჩა ნანუაშვილსა და სალომე ზურაბიშვილს გარი კასპაროვისა და პეტრო პოროშენკოს სახელით დაუკავშირდნენ, უჩა ნანუაშვილმა აღნიშნა, რომ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის გამო დაფინანსება უცხოეთიდან გართულებულია. ამასთან, ამავე საუბრისას, მან ისიც განაცხადა, რომ „უკრაინის მაიდანის მსგავსად, ჩვენც გვყავს არაოფიციალური დანაყოფები, არიან ნიღბიანი სამოქალაქო პირები“.

ლევან ლორთქიფანიძე - არაფერი მიანიშნებს, რომ „ქართული ოცნება“ საგარეო ორიენტირს ცვლის და აშშ-თან ან ევროკავშირთან პოლიტიკური ურთიერთობების დალაგებას ცდილობს, საქმე გვაქვს ეკონომიკური ან ლოჯისტიკური პრობლემების გადაწყვეტის მცდელობასთან
ქართული პრესის მიმოხილვა 11.05.2026
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
50%-იანი ქეშბექი შოპინგზე - Bybit Georgia და City Mall ახალ კამპანიას იწყებენ
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების მეორე ეტაპზე შეთავაზებული აპარტამენტები ერთ დღეში გაიყიდა
რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „საქრძე“ უერთდება „საოჯახო კალათის“ ინიციატივას
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია