დიმიტრი პესკოვი - ყირიმის შესახებ დონალდ ტრამპის სიტყვები რუსეთის პოზიციას სრულად შეესაბამება

ყირიმის შესახებ დონალდ ტრამპის სიტყვები რუსეთის პოზიციას სრულად შეესაბამება, - ამის კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა.

კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი აშშ-ის პრეზიდენტის მიერ Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტს გამოეხმაურა, რომელშიც დონალდ ტრამპმა დაწერა, რომ „ყირიმი წლების წინ დაიკარგა ბარაკ ჰუსეინ ობამას დროს და განხილვის საგანი არაა“.

„ეს სრულად შეესაბამება იმას, რასაც ჩვენ დიდი ხანია ვამბობთ“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთი მშვიდობის მიღწევის მიზნით აშშ-თან მუშაობას აგრძელებს.

„ჩვენ მზად ვართ მოგვარების პროცესი გავაგრძელოთ და ამერიკული მხარის შუამავლობას ვაფასებთ“, - აღნიშნა პესკოვმა.

ამასთან, პესკოვის განცხადებით, უკრაინაში სამშვიდობოების განლაგება რუსეთისთვის მიუღებელია.

„რაც შეეხება უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო კონტინგენტების განლაგების საკითხს, ეს ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია. ეს მთელი ევროპული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის კრიტიკულ საფრთხეს წარმოადგენს“, - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა