სალომე ზურაბიშვილი - ვიწყებთ მუშაობას 26 მაისის მოსამზადებელი კომიტეტის შექმნაზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, 26 მაისის მოსამზადებელი კომიტეტის შექმნაზე მუშაობს. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, მისი მიზანია, დაიგეგმოს "საზოგადოების და არა მხოლოდ ჩვენი პლატფორმის 26 მაისი".

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მაშინ, როცა დამოუკიდებლობა საფრთხის ქვეშ არის "არალეგიტიმური ხელისუფლების" გამო, უნდა დავიცვათ დამოუკიდებლობა - რუსთაველის გამზირზე, იქ სადაც "ყოველთვის ვზეიმობთ".

„კიდევ ერთი საკითხი, რომელიც განვიხილეთ და რომელზეც ვიწყებთ მუშაობას საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელთან, ეს არის 26 მაისის მოსამზადებელი კომიტეტის შექმნა, რათა ჩვენ დავგეგმოთ ჩვენი, საზოგადოების და არამხოლოდ ჩვენი პლატფორმის 26 მაისი. ეს არის ჩვენი, ყველასი, ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის ზეიმი. იმ დროს, როცა ეს დამოუკიდებლობა არის საფრთხის ქვეშ არალეგიტიმური ხელისუფლების გამო, მმართველი გუნდის გამო, ჩვენ უნდა დავიცვათ დამოუკიდებლობა, დავიცვათ იქ, სადაც ყოველთვის ვზეიმობთ 26 მაისს, რუსთაველზე, ამას დავგეგმავთ ყველანი ერთად, საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტების წარმომადგენლები“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება