პაკისტანმა ინდოეთის ავიაკომპანიებისთვის საჰაერო სივრცე დახურა

პაკისტანმა ინდოეთის ავიაკომპანიებისთვის საჰაერო სივრცე დახურა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი პაკისტანის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

პაკისტანის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციამ განცხადება ქვეყნის ეროვნული უშიშროების კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ინდოეთის ავიაკომპანიებისთვის პაკისტანის საჰაერო სივრცე დაიხურა და ინდოეთის ნებისმიერი მცდელობა, პაკისტანისთვის წყლის მიწოდება შეაჩეროს, ომის აქტად ჩაითვლება.

„ინდის წყლების ხელშეკრულების შესაბამისად პაკისტანის კუთვნილი წყლების შეჩერების ან მიმართულების შეცვლის ნებისმიერი მცდელობა განიხილება, როგორც ომის აქტი და სრული ძალით პასუხი მოჰყვება“, - ნათქვამია პაკისტანის პრემიერ-მინისტრის, შეჰბაზ შარიფის ადმინისტრაციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, ინდოეთსა და პაკისტანს შორის ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც 22 აპრილს ქაშმირის ინდოეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შეიარაღებულმა პირებმა ტურისტების ჯგუფს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც 26 ადამიანი დაიღუპა. ინდოეთის პოლიციამ სამი ეჭვმიტანილის ვინაობის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია და განაცხადა, რომ მათგან ორი პაკისტანის მოქალაქეა. თავდასხმის შემდეგ ინდოეთმა პაკისტანთან მთავარი სასაზღვრო გამშვები პუნქტი დახურა, დიპლომატები გააძევა და ინდის წყლების განაწილების შესახებ ხელშეკრულება შეაჩერა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს