ალექსანდრე დარახველიძე - ინფორმაცია, რომ კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება მიეცათ, მტკნარი სიცრუეა - ცვლილებების მიზანია, არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის გამკაცრება და დამატებითი შეზღუდვების დაწესება

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე სპეკულაციას უწოდებს ინფორმაციას, თითქოს 2025 წლის 17 აპრილს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ცვლილების შედეგად კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება მიეცათ.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ცვლილებების მიზანს განმარტავს და აღნიშნავს, რომ მიზანია არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის გამკაცრება და კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეებისთვის დამატებითი შეზღუდვების დაწესება.

მისივე თქმით, ცვლილებების არსი მდგომარეობს იმაში, რომ დაწესდა კონკრეტული ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებს იმ შემთხვევაში თუ გააჩნიათ გალფის ყურის ქვეყნების ვიზა ან ბინადრობა, ამ დოკუმენტზე უნდა იყოს მოქმედების ვადა 1 წელი ან მეტი. შესაბამისად, მხოლოდ ამ შემთხვევაში მიეცემათ მათ საქართველოში შემოსვლის უფლება და დარჩენის შესაძლებლობა.

"ცვლილებების განხორციელებამდე არ იყო განსაზღვრული კონკრეტული ვადა, პირიქით შესაძლებელი იყო, რომ მაგალითად 1 კვირიანი ვიზით ან ბინადრობის მოწმობით შემოსულიყო მაგალითად ავღანეთის მოქალაქე და საქართველოში დარჩენილიყო. ცვლილებების მიზანს წარმოადგენს, რომ გამკაცრდეს მიდგომა კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეებთან მიმართებაში, ვინაიდან ფიქსირდებოდა შემთხვევები მათი მხრიდან თავშესაფრის მოთხოვნის და ქვეყანაში არალეგალურად დარჩენის, ამიტომ გვსურს საზოგადოება დავარწმუნოთ, რომ ცვლილებების მიზანს წარმოადგენს, არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის გამკაცრება და კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეებისთვის დამატებითი შეზღუდვების დაწესება", - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე