სერგეი ლავროვი - რუსეთი მზადაა, უკრაინასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიოს, თუმცა არსებობს ელემენტები, რომლებიც დახვეწას საჭიროებს

რუსეთი მზადაა, უკრაინასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიოს, თუმცა არსებობს ამ შეთანხმების რამდენიმე ელემენტი, რომელიც უნდა დამუშავდეს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ. პრეზიდენტის განცხადებაში ნახსენებია შეთანხმება და ჩვენ მზად ვართ შეთანხმების მისაღწევად, თუმცა ჯერ კიდევ არსებობს გარკვეული კონკრეტული პუნქტები, ამ შეთანხმების ელემენტები, რომლებიც დახვეწას საჭიროებს და ჩვენ სწორედ ამ პროცესით ვართ დაკავებულები”, - აღნიშნა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ამასთან, ლავროვის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა არ დააკონკრეტა შეთანხმების ეს ელემენტები, ამიტომ ამის გაკეთება მისი მხრიდან მიზანშეწონილი არ არის.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი კვლავაც განაგრძობს კონტაქტების შენარჩუნებას ამერიკულ მხარესთან უკრაინაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით.

„არსებობს რამდენიმე ნიშანი იმისა, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ - პირველ რიგში, იმიტომ, რომ პრეზიდენტი ტრამპი, შესაძლოა, ერთადერთი ლიდერია დედამიწაზე, რომელიც აღიარებს ამ სიტუაციის ძირეული მიზეზების მოგვარების აუცილებლობას, როდესაც მან თქვა, რომ უკრაინის ნატო-სკენ წაყვანა უდიდესი შეცდომა იყო და რომ ეს ბაიდენის ადმინისტრაციის შეცდომა და მას მისი გამოსწორება სურს“, - განაცხადა ლავროვმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს