ირაკლი ღარიბაშვილი - ვფიქრობ, ქვეყანაში მშვიდი სიტუაციაა, კარგი ამინდია - რაც შემეხება მე, საქართველოში ვრჩები, აბა, რა მინდა სხვაგან?!

რა თქმა უნდა, საქართველოში ვრჩები, აბა, რა მინდა სხვაგან?! - ღმერთმა დამიფაროს, რომ სხვა ქვეყანაში ცხოვრებაზე ვიფიქრო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, გადადგომის შემდეგ რჩება თუ არა საქართველოში.

მისი თქმით, როგორც ერთ-ერთი პატრიოტი, ყოველთვის შეიტანს თავის პატარა წვლილს ქვეყნის გაძლიერებაში.

„აბა, რა მინდა სხვაგან, რატომ უნდა წავიდე?! რა თქმა უნდა, საქართველოში ვრჩები. მე ეს ქვეყანა ყველაზე მეტად მიყვარს. არც ერთ [სხვა] ქვეყანაში ცხოვრებას არ განვიხილავ. ღმერთმა დამიფაროს, რომ სხვა ქვეყანაში ცხოვრებაზე ვიფიქრო. ეს ჩვენი ქვეყანაა მეგობრებო. ეს არის ჩვენი სამშობლო და ჩვენ ყველამ ჩვენი პოზიციიდან უნდა ვიფიქროთ ჩვენი ქვეყნის გაძლიერებაზე და დაცვაზე. ასე არის. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ სად იქნება და რომელ თანამდებობაზე?! მე ასე ვუყურებდი. როგორც ერთ-ერთი პატრიოტი, მე, რა თქმა უნდა, ყოველთვის ვიოცნებებ ვიშრომებ, ჩემს პატარა წვლილს შევიტან ჩვენი ქვეყნის გაძლიერებაში,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.

კითხვაზე, ქვეყანაში შექმნილი ვითარების ფონზე არის თუ არა ახლა სახლში წასვლის დრო, ღარიბაშვილი ასე პასუხობს: „მე ვფიქრობ, მშვიდი სიტუაციაა. კარგი ამინდია და რატომაც არა?!“

ცნობისთვის, ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომის შესახებ ცოტა ხნის წინ განაცხადა. ის ამბობს, რომ პოლიტიკიდან მიდის.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს