გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისსა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისსა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. ინფორმაციას IBSU ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, დოკუმენტს ხელი მოაწერეს UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, მარიამ ბანძელაძემ და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, კახა შენგელიამ.

„მემორანდუმის თანახმად, მხარეები თანხმდებიან, ითანამშრომლონ, ჯანმრთელობისა და პირადი უსაფრთხოების შესახებ განათლების სასწავლო პროგრამებში ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად, რაც მოიცავს როგორც მასწავლებელთა 5-წლიანი ინტეგრირებული განათლების პროგრამას, ასევე განათლების მენეჯმენტის/მეცნიერების სამაგისტრო პროგრამის სავალდებულო ან არჩევით კურსს“, - აცხადებენ უნივერსიტეტში.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება