ირაკლი კუპრაძე - ირაკლი ღარიბაშვილი გაექცა სანქციებს და კრიზისს, რომელშიც „ქართული ოცნებაა“, ივანიშვილის გუნდი არის ჩაძირული გემი, რომლიდანაც გარბიან ადამიანები სანქციების შიშით - „ქართული ოცნება“ არის რღვევის პირას

„ქართული ოცნება“ არის რღვევის პირას და ამ ყველაფერს ფუთავს საკადრო გადაადგილებებით, საკადრო ცვლილებებით, განახლების ყალბი პროცესით,- ასე ეხმაურება „ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე ირაკლი ღარიბაშვილის მიერ „ქართულ ოცნებას“ დატოვებასა და პოლიტიკიდან წასვლას.

მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი გაექცა სანქციებს და იმ კრიზისს, რომელშიც იმყოფება „ქართული ოცნება“.

„ძლიერი პოლიტიკური პარტიიდან არ მიდის პარტიის თავმჯდომარე. ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი გაექცა სანქციებს და იმ კრიზისს, რომელშიც იმყოფება „ქართული ოცნება“. ივანიშვილის გუნდი დღეს არის ჩაძირული გემი, რომლიდანაც გარბიან ადამიანები სანქციების შიშით. მათ არ უნდათ აიღონ პასუხისმგებლობა იმ რუსულ საქმეზე, რომელსაც აწარმოებს ბიძინა ივანიშვილი. ცხადია, რომ „ქართული ოცნება“ არის რღვევის პირას და ამ ყველაფერს ფუთავს საკადრო გადაადგილებებით, საკადრო ცვლილებებით, განახლების ყალბი პროცესით. ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ პირიქით, ძალაუფლება უფრო კონსოლიდირებული ხდება ივანიშვილის და მისი დავალებების შემსრულებელ ირაკლი კობახიძის დაქვემდებარებაში მყოფ ადამიანებს შორის“,- განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი "ქართულ ოცნებას" ტოვებს და პარტიიდან მიდის. ამის შესახებ ღარიბაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„თითოეული ნაბიჯი, რომელიც პოლიტიკურ ცხოვრებაში გადამიდგამს, კონკრეტულ მიზანს ეფუძნებოდა - ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მსახურებას და ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერებას. შესაბამისად, ჩემი მთავარი მოტივაციაც, როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი პატრიოტის, ყოველთვის იყო სამშობლოს სიყვარული და აქედან გამომდინარე, ჩემი გულწრფელი და ძლიერი სურვილი, რომ ერთი მყარი აგური მეც დამედო ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე