თინა ბოკუჩავა - ღარიბაშვილმა საკუთარი თავი და ოჯახი გადაარჩინა სანქციებისგან - ბედის ირონიაა, ივანიშვილი ცდილობდა ხელის ფათურს „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩემი გაშვების მიზნით და თავისივე პარტიის თავმჯდომარე წავიდა

ნამდვილად ბედის ირონიაა, როგორც პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაწერა, ივანიშვილი ცდილობდა ხელის ფათურს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩემი გაშვების მიზნით და თავისავე პარტიის თავმჯდომარე წავიდა პარტიიდან და პოლიტიკიდან, - ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებას.

როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, ამ გადაწყვეტილებით ღარიბაშვილმა საკუთარი თავი და ოჯახის წევრები სასანქციო პოლიტიკას გადაარჩინა.

„ღარიბაშვილმა თავი გადაირჩინა, ეს თავის გადარჩენის და იმ მილიონების გადარჩენის მცდელობაა, რომელიც წლების მანძილზე „ქართული ოცნების“ სახელით ქართველ ხალხს მოპარა. ასევე, სურვილი, რომ მას და მის ოჯახის წევრებს შეეძლოთ დასავლეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და ევროკავშირში შესვლა, მოგზაურობა, სწავლა-განათლება, ცხოვრება, ეს არის რეალურად მისი პოლიტიკიდან და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეობიდან წასვლის მიზეზი“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა ღარიბაშვილის ივანიშვილის ფსევდო ოპოზიციაში ხილვა, ბოკუჩავა პასუხობს, რომ ეს გამორიცხული არაა.

„გულწრფელი ვიყოთ, ამ ადამიანს თავმოყვარეობა რომ არ აქვს, ეს არაერთხელ დაამტკიცა, როცა ივანიშვილმა გაუშვა, დააბრუნა, ასე რომ სხვა ამპლუაშიც რომ მოგვევლინოს და სხვა მანტია მოისხას, ამასაც არ გამოვრიცხავთ. თუმცა, ფაქტია, რომ რუსული ოცნების თავმჯდომარეობის პოსტის დატოვება ჩემი აზრით, იმას უკავშირდება, რომ მას საკუთარი თავის და ოჯახის წევრების გადარჩენა სურდა იმ სასანქციო პოლიტიკისგან, რომელიც არამხოლოდ შენარჩუნდება, არამედ გაფართოვდება. ვიცით, რომ მისი უფროსი შვილი პენსილვანიის უნივერსიტეტში სწავლობდა, რომელიც ძალიან პრესტიჟულია ამერიკის შეერთებულ შტატებში. ფაქტია, რომ ბავშვს არ უნდა და არც ენდომებოდა ლომონოსოვის უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება. ეს ნამდვილად იყო ღარიბაშვილის მხრიდან მცდელობა, გადაერჩინა თავი, გადაერჩინა მოპარული მილიონები და დაეტოვებინა შანსი მისი შვილებისთვის, რომ მამის საქმიანობის გამო არ აეკრძალოთ შეერთებულ შტატებში არამხოლოდ სწავლა, შესვლის უფლებაც“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე