შალვა პაპუაშვილი - რატომ არ აგზავნიან ჯარს საომრად ესტონეთი, ლიეტუვა, გერმანია თუ ეს არის ფრონტის ხაზი ევროპისთვის? - ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია, საომრად წავიდეს  ნატო-ს მეხუთე მუხლის ამოქმედების გარეშე

რატომ არ აგზავნიან ჯარს საომრად ესტონეთი, ლიეტუვა, გერმანია, თუ ეს არის ფრონტის ხაზი ევროპისთვის? უკრაინელ ხალხს ხომ არწმუნებენ, რომ ევროპისთვის იბრძვიან - ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია, საომრად წავიდეს ნატო-ს მეხუთე მუხლის ამოქმედების გარეშე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, „მაკკეინის ინსტიტუტი“ თავად არის ომის აქტივისტების ქსელის მაგალითი, რომელსაც უნდა, რომ უკრაინის ხელით ებრძოლონ და ეომონ რუსეთს.

„ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი გვყავდა, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა დატოვა, სხვა ქვეყნის სამსახურში, მათ შორის სპეცსამსახურში შევიდა და შემდეგ უკრაინის სპეცსამსახურებმა აქეთ შემოაპარეს. ერთი ასეთი პრეზიდენტი გვყავდა და ახლა ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია, რომელიც დაფინანსებაზე დადგა. „მაკკეინის ინსტიტუტი“ რაც არის, ყველამ იცის. ისედაც ვიცით, როგორ ემტერება ლორა თორთტონი საქართველოს, ქართველ ხალხს და მის სცენარებს როგორ მიჰყვება რადიკალური ოპოზიცია. ეს ის ორგანიზაციაა, რომელიც ტრამპს მოძალადედ მოიხსენიებს და ა.შ. „მაკკეინის ინსტიტუტი“ თავად არის ომის აქტივისტების ქსელის მაგალითი, რომელსაც უნდა, რომ უკრაინის ხელით ებრძოლონ და ეომონ რუსეთს. დღეს უკვე ამერიკის ახალ ადმინისტრაციას აქვს აღიარებული, რომ უკრაინა გამოყენებულია, როგორც მარიონეტი. ეს არის პროქსი ომი, რომელსაც რუსეთის წინააღმდეგ გარკვეული წრეები აწარმოებენ. ვხედავთ, რომ ამერიკის ახალ ადმინისტრაციას უნდა, ამ პროცესში ცვლილება შეიტანოს, თუმცა ზოგიერთი ევროპული ქვეყნის წარმომადგენელთა მხრიდან ჩანს, დღეს ვინ არის ომის აქტივისტი და ვის უნდა, რომ სხვისი ხელით იომოს. ესტონელები, ლიეტუველები გამოდიან და გულზე მჯიღს იცემენ, რატომ არ იბრძვიან უკრაინაში? ეს არის მარტივი კითხვა. რატომ არ აგზავნიან ჯარს საომრად ესტონეთი, ლიეტუვა, გერმანია, თუ ეს არის ფრონტის ხაზი ევროპისთვის? უკრაინელ ხალხს ხომ არწმუნებენ, რომ ევროპისთვის იბრძვიან. აქ ნატო არაფერ შუაშია, ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია, საომრად წავა ისე, რომ ნატო-ს მეხუთე მუხლის ამოქმედებაზე უარს იტყვის. ესტონეთს დღესვე შეუძლია, განაცხადოს, რომ მეხუთე მუხლზე უარს იტყვის და უკრაინაში იომოს. რუსეთის წინააღმდეგ უკრაინელების ხელით რატომ ომობენ, თუ ეს მათი ომია? წავიდნენ და იომონ.

„მაკკეინის ინსტიტუტი“ და ეს ხალხია, რომელთაც არც საქართველო და არც უკრაინა ადარდებთ, მათ მხოლოდ რუსეთი ადარდებთ, სწორედ რუსეთია მათი სამიზნე და მათ საქართველო სჭირდებათ, როგორც მარიონეტი რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად. გარკვეულ პერიოდში ასეთ მარიონეტად სალომე ზურაბიშვილი ჰყავდათ. არ ვიცი, ადრე როგორ ფინანსურ ურთიერთობაში იყვნენ, მაგრამ დღეს პირდაპირ დაფინანსებული ჰყავთ, რათა საქართველოში მდგომარეობა არიონ, დესტაბილიზაცია შემოიტანონ, ხელისუფლებაში მოიყვანონ მარიონეტები, რათა შემდეგ მათ ხელში რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად საქართველო იყოს პროქსი. 2022 წელს სხვა რამე კი არ იყო, როცა ომში გვექაჩებოდნენ. ეს არის არა სალომე ზურაბიშვილი ან ვინმე, არამედ „მაკკეინის ინსტიტუტი“ და უცხოური დამფინანსებლები, რომელთაც უნდათ, რომ ქართველებში დაპირისპირება შემოიტანონ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს