ვალერი ჩეჩელაშვილი - ტრამპის დამოკიდებულება, რომ ყირიმი რუსეთისაა, ძალიან სახიფათო პრეცედენტია - ვერცერთი სერიოზული მოთამაშე ამას მხარს ვერ დაუჭერს

ტრამპის დამოკიდებულება, რომ ყირიმი რუსეთისაა, ძალიან სახიფათო პრეცედენტია - ვერცერთი სერიოზული მოთამაშე ამას მხარს ვერ დაუჭერს, - ამის შესახებ „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელმა ვალერი ჩეჩელაშვილმა განაცხადა, რითაც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ „ყირიმი რუსეთს დარჩება“.

როგორც ვალერი ჩეჩელაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, დონალდ ტრამპი რთულ ვითარებაშია, რადგან მას ახლა ძალიან ესაჭიროება გამარჯვება და პროგრესი, მაგრამ მისი პოლიტიკის შედეგად მიღწეული რაიმე პროგრესი ძალიან რთული დასანახია.

„ამერიკა არის გლობალური მოთამაშე ნომერი - 1. ამერიკა დიადი ვერ გახდება, თუ არ შეინარჩუნა გლობალური მოთამაშე ნომერი 1-ის როლი. ახლა კი გამოდის, რომ რუსეთ-უკრაინის ომის საკითხში, რომელი ბარბაროსული ომიც რუსეთმა წამოიწყო, ამერიკა, როგორც გლობალური მოთამაშე ნომერი 1 უთმობს რუსეთს, რომელიც არის გლობალური მოთამაშე შეიძლება მე-4 ან მე-5.

აშშ-მა თუ დაკარგა გლობალურ ურთიერთობათა სისტემაში საკუთარი გავლენები და თუ ის ჩაანაცვლა რუსეთმა და ჩინეთმა, უფრო ევროპა ჩაანაცვლებს, მაგრამ მე ვფიქრობ, ნებისმიერ შემთხვევაში განვითარების ამ კონტექსტში აშშ ვერ გახდება დიადი, რაც პრეზიდენტ ტრამპის მთავარი იდეაა.

ტრამპი რთულ ვითარებაშია იმიტომ, რომ ძალიან ესაჭიროება გამარჯვება და პროგრესი. ახლა ძალიან რთული დასანახია მისი პოლიტიკის შედეგად მიღწეული რაიმე პროგრესი, იქნება ეს სატარიფო ომები თუ დაპირისპირება ევროკავშირთან. ხშირად ამბობენ, რომ ეს პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ გამოსტაცოს რუსეთი ჩინეთს და დაიახლოოს. ჯერ ერთი, ისეთი არაპროგნოზირებადი პარტნიორი, როგორიც რუსეთია, რაში ჭირდება ამერიკას, მაგრამ იმის მაგივრად, რომ რუსეთი გამოგლიჯოს ჩინეთს, ევროკავშირს უბიძგებს ჩინეთისკენ. ამ სატარიფო ომების შედეგებიდან ასე გამოდის“, - განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის