ომბუდსმენი - ნოემბრის აქციებზე კიდევ უფრო მეტად ვნახეთ არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტები - ამას ვერავინ გაექცევა, რომ უამრავი ადამიანი არის დაზარალებული და არავინ არის პასუხისგებაში მიცემული

უამრავი ადამიანი არის დაზარალებული და არავინ არის პასუხისგებაში მიცემული, ვინც პოტენციურად შეიძლება იყოს დანაშაულის ჩამდენი, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

უფრო ზუსტად, იოსელიანმა გადაცემაში სახალხო დამცველის 2024 წლის ანგარიშზე ისაუბრა, აპრილი-მაისის საპროტესტო აქციების კონტექსტში და ხაზი გაუსვა, რომ ნოემბერში კიდევ უფრო მეტი „ვნახეთ არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტები”.

„ეს არის 2024 წლის ანგარიში და ეხება აპრილი-მაისის აქციებს და არა ნოემბრის აქციებს, თუმცა დიდი სხვაობა არ იყო, ნოემბრის აქციებზე კიდევ უფრო მეტად ვნახეთ არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტები, ვიდრე ეს იყო გაზაფხულის აქციებზე.

რა თქმა უნდა, ამ საკითხებზე ვაგრძელებთ მუშაობას სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან, რა თქმა უნდა, ვაფასებთ გამოძიების პროცესს. ფაქტი არის ის, რომ და ამას ვერავინ გაექცევა, რომ უამრავი ადამიანი არის დაზარალებული და არავინ არის პასუხისგებაში მიცემული, ვინც პოტენციურად შეიძლება იყოს დანაშაულის ჩამდენი.

დღევანდელი აქციები პროტესტის მონაწილეების მხრიდან ძალადობრივ ხასიათს არ ატარებს, რა თქმა უნდა, პოლიციის მხრიდან შემცირებულია ეს მოპყრობა“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე