ლევან იოსელიანი - მნიშვნელოვნად არის გადაჭარბებული ინფორმაცია, რომ პატიმრებს შიმშილი ემუქრებათ - როგორც ამიხსნეს, ტექნიკური ხარვეზი იყო კომპანიასთან, თუმცა მოგვარდა

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ N17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრები შიმშილის პირას არიან, „მნიშვნელოვნად გადაჭარბებულია“.

როგორც იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ აღნიშნა, ამასთან დაკავშირებით მას საუბარი ჰქონდა იუსტიციის მინისტრთან და როგორც გაარკვია, საკვებთან დაკავშირებით პრობლემა ტექნიკური ხარვეზით იყო გამოწვეული, თუმცა ეს ხარვეზი მოგვარდა და პატიმრები ჩვეულებრივად იკვებებიან.

„დღეს მქონდა იუსტიციის მინისტრთან შეხვედრა და ეს ამბავიც დაემთხვა. რა თქმა უნდა, მინისტრთან ამ საკითხზეც მქონდა საუბარი. მინდა ვთქვა, რომ ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება, მნიშვნელოვნად არის გადაჭარბებული - ის, რომ პატიმრებს შიმშილი ემუქრებათ, ან კვების მიწოდებაში რამე წყვეტა იქნება, ასეთი რამ არ არის და არც ასეთი რამ მომხდება მომავალში.

როგორც ამიხსნეს, ტექნიკური ხარვეზი იყო, კომპანიასთან, თუმცა ეს ხარვეზი მოგვარდა და პატიმრები ჩვეულებრივად იკვებებიან.

გუშინ ვიყავი იქ. სხვათა შორის, სასადილოშიც ვიყავი. ყველაფერი დავათვალიერე. პატიმრებსაც ვესაუბრე დიდხანს და ადმინისტრაციასთან.

ბევრს არ მოსწონს სიმართლეს რომ ვსაუბრობ. მაინცდამაინც უნდათ რომ მოგონილ რაღაცებს ავყვე და აჟიოტაჟი ავტეხო. რაც არის სიმართლე, იმას ვამბობ“,- განაცხადა იოსელიანმა.

გარდა ამისა, იოსელიანმა სახალხო დამცველის 2024 წლის ანგარიშში მოცემულ ერთ-ერთ საკითხზე, კერძოდ ციხეებში არაფორმალური გავლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არის დაწესებულებები, სადაც არის არაფორმალური გავლენები და სადაც ასეთ შემთხვევებს გადააწყდა ყველაფერი ასახულია ანგარიში.

„ყველა დაწესებულებაში განსხვავებული მდგომარეობაა. არის დაწესებულება, სადაც ასეთი რამ საერთოდ არ ხდება და არის დაწესებულება, სადაც ასეთ რაღაცებს აქვს ადგილი, მაგრამ ეს მაინც არის ცალკეული შემთხვევები და ანგარიშიც ჩვენ მაინც მოგვყავს ცალკეული შემთხვევები, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ მთლიანად პენიტენციურ დაწესებულებაშია „ქურდული გავლენები“ თუ არაფორმალური მმართველობა დანერგილი და ასე ხდება ციხეების მართვა. ეს ნამდვილად ასე არ არის. სადაც ასეთ შემთხვევებს გადავაწყდით, ყველაფერი აისახა ჩვენს ანგარიშში“,- განაცხადა იოსელიანმა.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე