დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესიაში ზურაბ წერეთლის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესიაში მხატვრისა და მოქანდაკის, ზურაბ წერეთლის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

პანაშვიდზე მივიდნენ და გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადეს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმადგენლებმა, პოლიტიკოსებმა, მათ შორის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ და სხვა ოფიციალურმა პირებმა.

ასევე, პანაშვიდზე იმყოფებოდა მეუფე შიო.

ზურაბ წერეთელი მოსკოვიდან თბილისში 23 აპრილს ჩამოასვენეს. ის 22 აპრილის ღამეს, მოსკოვში, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. რუსული მედიის ცნობით, ზურაბ წერეთელს 01:30 საათზე გული გაუჩერდა. ის 1997 წლიდან რუსეთის სახვითი ხელოვნების აკადემიის პრეზიდენტი იყო. რუსეთის ფედერაციისადმი დამსახურების გამო, 2003 წელს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ზურაბ წერეთელს რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭა.

წერეთელი 1992-1995 წლებში საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გახლდათ. ის ასევე, 2006 წლის 23 ნოემბერს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე აღმართული წმინდა გიორგის ქანდაკების ავტორია, რომელიც წერეთელმა თბილისს "ვარდების რევოლუციის” შემდეგ აჩუქა.

ზურაბ წერეთელს დიდუბის პანთეონში, მეუღლის გვერდზე დაკრძალავენ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება