ირანის პორტში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა

ირანის ერთ-ერთ მთავარ პორტში მომხდარი მასშტაბური აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას BBC-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაშავებულია 800 ადამიანი.

ირანის უდიდეს პორტში, ბანდარ აბასში, შაჰიდ რაჯაის მონაკვეთზე აფეთქება გუშინ მოხდა, რის შედეგადაც ახლომდებარე შენობები და ავტომობილები დაზიანდა. მოსახლეობის განცხადებით, აფეთქება 50 კილომეტრის რადიუსშიც იგრძნობოდა.

გლობალური საზღვაო რისკების მართვის კომპანიის, Ambrey Intelligence-ის ინფორმაციით, ხანძარი ირანის ბალისტიკური რაკეტებისთვის განკუთვნილი მყარი საწვავის ტვირთისადმი არასათანადო მოპყრობის შედეგი იყო. ირანის ეროვნული კატასტროფების მართვის ორგანიზაციის განცხადებით, შაჰიდ რაჯაის პორტს ქიმიკატების უსაფრთხო შენახვასთან დაკავშირებით ოფიციალური პირებისგან გაფრთხილება მიღებული ჰქონდა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს