გრიგოლ გეგელია - პარტია, რომელიც ხალხის მიერ აიკრძალება პოლიტიკური კუთხით, ეს კრიმინალურ ბანდად ფორმირებული „ქართული ოცნებაა“ - ოპოზიციურ პარტიებს მხარს უჭერს  ქვეყნის სულ მცირე 1/3  და მათი აკრძალვა დიქტატურის გამოცხადებას ნიშნავს

პარტია, რომელიც აიკრძალება ხალხის მიერ პოლიტიკური კუთხით, ეს არის კრიმინალურ ბანდად ფორმირებული „ქართული ოცნება“,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რითაც შეაფასა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც პოლიტიკური პარტიების აკრძალვას ითვალისწინებს.

გრიგოლ გეგელიას თქმით, ოპოზიციურ პარტიებს მილიონზე მეტი ადამიანი უჭერს მხარს, ხოლო მათი აკრძალვის გამოცხადება ოფიციალურად დიქტატურის გამოცხადებას ნიშნავს.

„ეს ნიშნავს იმას, რაც ივანიშვილმა დაგვიანონსა 2024 წლის აპრილში, როდესაც განაცხადა, რომ ის აპირებდა პოლიტიკური პარტიების აკრძალვას. ეს არის დიქტატორის ანონსი. ვიცით, რომ ამ ოპოზიციურ პარტიებს მილიონზე მეტი ადამიანი უჭერს მხარს. შესაბამისად, სულ მცირე ქვეყნის 1/3 რომ უჭერს მხარს პარტიებს, მათი აკრძალვის გამოცხადება ოფიციალურად დიქტატურის გამოცხადებას ნიშნავს. ეს ვერასდროს მოხდება. პარტია რომელიც აიკრძალება ხალხის მიერ პოლიტიკური კუთხით. ეს არის კრიმინალურ ბანდად ფორმირებული „ქართული ოცნება“,- აღნიშნა გეგელიამ.

გარდა ამისა, მან საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პოლიტიკური ოპონენტების დასჯის კიდევ ერთი ინსტრუმენტია.

„ეს არის სამარცხვინო კომისია, რომლის ერთადერთი ფუნქციაც არის პოლიტიკური სადამსჯელო სპეცოპერაციის განხორციელება. ასევე ქართული სახელმწიფოს გასამართლება. ეს კომისია მიზნად არ ისახავს სიმართლის დადგენას, ეს არის ფარსი, პიარული ტრიუკია“,- აღნიშნა გეგელიამ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის