დავით მათიკაშვილი - დღეს უკვე ვადაგასული, აბსოლუტურად ამორტიზებული პოლიტიკოსი რა პლატფორმებს შექმნის, გაერთიანდება თუ არა საკუთარ პოლიტიკურ იდენტობასთან ახლოს მყოფ „ნაცმოძრაობასთან“, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს

დღეს უკვე ვადაგასული, აბსოლუტურად ამორტიზებული პოლიტიკოსი რა პლატფორმებს შექმნის, გაერთიანდება თუ არა საკუთარ პოლიტიკურ იდენტობასთან ახლოს მყოფ „ნაცმოძრაობასთან“, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ შექმნილი „წინააღმდეგობის პლატფორმა“ სრული უტოპიაა.

„საზოგადოებისთვის აქამდეც კარგად იყო ცნობილი, რომ ეს აგენტურული, ქვეყნის ფარგლებს გარედან მომდინარე ქართველთა ხელით შესასრულებელი გეგმები და წიაღსვლები ჩავარდა. ეს წინააღმდეგობის პლატფორმა თუ რაც დაარქვა ამ ქალბატონმა, ერთი მხრივ, სრული აბსურდი და უტოპიაა. მეორე მხრივ, მის წინააღმდეგობაში არის ქალბატონი ზურაბიშვილი. მან ეს პლატფორმა ძალიან დიდი ხანია შექმნა - სამწუხაროდ, ჯერ კიდევ საქართველოს ფორმალურად პრეზიდენტად ყოფნის დროს. ის პირდაპირი გაგებით შევიდა წინააღმდეგობაში ქართველ ხალხთან. იმ ხალხთან, ვინც ის აირჩია. ეს წინააღმდეგობა იმდენად ნათელი და ხაზგასასმელად აშკარა იყო, რომ კითხვის ნიშანი არავის გასჩენია. დღეს უკვე ვადაგასული, აბსოლუტურად ამორტიზებული პოლიტიკოსი რა პლატფორმებს შექმნის, გაერთიანდება თუ არა საკუთარ პოლიტიკურ იდენტობასთან ახლოს მყოფ „ნაცმოძრაობასთან”, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს”, - განაცხადა მათიკაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ