ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი - მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო ისრაელის წინააღმდეგ კიდევ ერთ სამარცხვინო საქმის განხილვას იწყებს - ისრაელი ამ ცირკში მონაწილეობას არ მიიღებს

ამ მომენტში, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო ისრაელის წინააღმდეგ კიდევ ერთ სამარცხვინო საქმის განხილვას იწყებს, - ასე ეხმაურება ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, გიდეონ საარი ჰააგის სასამართლოში პალესტინელების მიმართ ისრაელის ჰუმანიტარული ვალდებულებების საკითხზე საკონსულტაციო დასკვნასთან დაკავშირებით დაწყებულ მოსმენას.

მისი თქმით, ისრაელმა მიიღო გადაწყვეტილება, არ დასწრებოდა ზეპირ მოსმენას, რათა არ მიეღო მონაწილეობა ამ ცირკში.

გიდეონ საარის განცხადებით, სასამართლო უნდა ასამართლებდეს არა ისრაელს, არამედ გაერო-სა და გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს (UNRWA).

„7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტის შემდეგ, ეს არის მეოთხე პროცესი სასამართლოში, რომელიც ისრაელთან არის დაკავშირებული. ახლა ისინი კვლავ ბოროტად იყენებენ სასამართლოს, რათა აიძულონ ისრაელი ითანამშრომლოს ორგანიზაციასთან, რომელიც სავსეა „ჰამასის“ ტერორისტებით და ეს არ მოხდება. UNWRA-ში 1400-ზე მეტი ცნობილი ტერორისტი იყო დასაქმებული, რომელთაგან ბევრმა აქტიური მონაწილეობა მიიღო 7 ოქტომბრის სისასტიკეში. ვადანაშაულებ UNWRA-ს, ვადანაშაულებ გაერო-ს, ვადანაშაულებ გენერალურ მდივანს, ვადანაშაულებ ყველას, ვინც საერთაშორისო სამართალს და მის ინსტიტუტებს იარაღად იყენებს, რათა ქვეყანას, რომელსაც ყველაზე მეტჯერ ესხმიან თავს მსოფლიოში, ისრაელს, ჩამოართვან ყველაზე ძირითადი უფლება - თავდაცვის უფლება“, - აღნიშნა გიდეონ საარმა.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს