პეტრე ცისკარიშვილი ბიძინა ივანიშვილზე - სანქცირებული ადამიანები, რომლებიც ვეღარ განკარგავენ საკუთარ ქონებას და ანგარიშებს, რა თქმა უნდა, ვეღარც მოიძებნებიან „ბლუმბერგის“ და ვერც „ფორბსის“ სიაში

სანქცირებული ადამიანები, რომლებიც ვეღარ განკარგავენ საკუთარ ქონებას და ანგარიშებს, რა თქმა უნდა, ვეღარც მოიძებნებიან „ბლუმბერგის“ და ვერც „ფორბსის“ სიაში, რადგან ისინი აღარ შეესაბამებიან იმ ადამიანების ჩამონათვალს, რომლებსაც ბევრი მილიარდი აქვთ, ის მილიარდებს შოულობს ქართველი ხალხის გაღარიბებით, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი „ბლუმბერგის“ მილიარდერთა სიაში აღარ იძებნება.

მისი შეფასებით, ახლა ქართულმა სახელმწიფომ უნდა გადაწყვიტოს „უნდა თუ არა ისეთი ადამიანი, რომელიც ქართველების გაღარიბებით მილიარდებს შოულობს“.

„სანქცირებული ადამიანები, რომლებიც ვეღარ განკარგავენ საკუთარ ქონებას და ანგარიშებს, რა თქმა უნდა, ვერც „ბლუმბერგის“ და ვერც „ფორბსის“ სიაში ვეღარ მოიძებნებიან, რადგან ისინი აღარ შეესაბამებიან იმ ადამიანების ჩამონათვალს, რომლებსაც ბევრი მილიარდი აქვთ, მაგრამ აქ არის მეორე მნიშვნელოვანი მომენტი, როდესაც ივანიშვილი საქართველოში ქართველების ხარჯზე შოულობს მილიარდებს, რომელსაც შეიძლება შავი ფული ვუწოდოთ, ამიტომ საბოლოო ჯამში ქართული სახელმწიფოს გადასაწყვეტია - უნდათ თუ არა ისეთი ადამიანი, რომელიც მილიარდებს ქართველების გაღარიბებით შოულობს იმისთვის, რომ დააკონპესიროს საკუთარი დასანქცირებული ქონება, დასავლეთის მხრიდან”,- განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის