კანადაში საყოველთაო არჩევნები მიმდინარეობს

კანადაში საყოველთაო არჩევნები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

BBC-ის ცნობით, ნიუფაუნდლენდსა და ლაბრადორის პროვინციის ზოგიერთ ნაწილში საარჩევნო უბნები უკვე გაიხსნა და კანადის ფედერალურ არჩევნებში ხმის მიცემა ოფიციალურად დაიწყო.

ამასთან, ვადამდელი ხმის მიცემის პროცედურით რეკორდული რაოდენობის, 7.3 მილიონმა კანადელმა უკვე ისარგებლა.

წინასწარი გამოკითხვების თანახმად, მთავარი ბრძოლა პრემიერ-მინისტრ მარკ კარნის მმართველ „ლიბერალებსა“ და პიერ პუალიევის ოპოზიციურ „კონსერვატორებს“ შორის გაიმართება.

კანადის საყოველთაო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმაც გაავრცელა.

„წარმატებები შესანიშნავ კანადელ ხალხს. აირჩიეთ ადამიანი, რომელსაც ექნება ძალა და სიბრძნე, რომ გაანახევროს თქვენი გადასახადები, თქვენი სამხედრო სიძლიერე მსოფლიოში უმაღლეს დონემდე უფასოდ გაზარდოს და გააოთხმაგოს თქვენი ავტომობილების, ფოლადის, ალუმინის, ხე-ტყის, ენერგიისა და ყველა სხვა ინდუსტრიის წარმოება, ტარიფებისა და გადასახადების გარეშე, თუ კანადა გახდება ძვირფასი 51-ე შტატი. ამერიკის შეერთებული შტატების 51-ე შტატი. მრავალი წლის წინ ხელოვნურად გავლებული საზღვარი აღარ იარსებებს. ამერიკას აღარ შეუძლია კანადის სუბსიდირება იმ ასობით მილიარდი დოლარით, რომელსაც წარსულში ჩვენ წელიწადში ვხარჯავდით. ამას აზრი არ აქვს, თუ კანადა შტატი არ იქნება!“, - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა Truth Social-ზე.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე