ანრი ოხანაშვილი აშშ-ის საელჩოს გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI-ს) სამართლებრივ ატაშეს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ანრი ოხანაშვილმა აშშ-ის საელჩოს გამოძიების ფედერალური ბიუროს სამართლებრივ ატაშესთან ალექსანდერ ტიგაისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე მხარეებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობა და სამომავლო პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს.

“ხაზგასმით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის სამართალდაცვით და უსაფრთხოების სფეროში მტკიცე პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობა. მხარეებმა ასევე ისაუბრეს თანამშრომლობის უფრო მეტად გაღრმავების შესაძლებლობებსა და სამომავლო გეგმებზე.

აშშ-ის საელჩოს გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI-ს) ატაშემ ანრი ოხანაშვილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ირაკლი ბერაია, სუს-ის უფროსის მოადგილე გელა გელაძე, კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორი ბაჩა მგელაძე და FBI-ის ატაშეს მოადგილე სემუელ ჰენკსი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება