ხატია დეკანოიძე - ივანიშვილმა ლობისტური კომპანიები, რომლებიც მას აშშ-სთან დალაგებას ჰპირდებოდნენ, დაითხოვა - სერიოზული ახალი სანქციების პაკეტი ელოდებათ სხვადასხვა ქვეყნიდან

შემიძლია გითხრათ ერთი ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილმა ლობისტური კომპანიები, რომლებიც მას ამერიკის შეერთებულ შტატებთან დალაგებას ჰპირდებოდნენ, დაითხოვა, საერთოდ შეწყვიტა კონტაქტი, - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.

დეკანოიძის თქმით, “ქართულმა ოცნებამ” აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ყველაზე უფრო მძიმე შეცდომა დაუშვა, როდესაც დონალდ ტრამპის, როგორც “დიფ სთეითის” მიერ დაქვემდებარებულის ინსტრუმენტალიზაცია მოახდინა.

“პროპაგანდა თვითონ საუბრობს, რამდენად მძიმე მდგომარეობაში არიან “ქართული ოცნების” წარმომადგენლები. თვითონ ფიქრობდნენ, რომ ჩვენ მეორეხარისხოვანი მოქალაქეები ვიქნებოდით და ვართ კიდეც მათი რეჟიმის პირობებში - სამართალს ვერ ვიპოვით, ათასობით ადამიანს აჯარიმებენ, მედიებს ხურავენ, ყველაფერს გუდავენ, საზოგადოების ძალიან კარგი ნაწილი ციხეშია, მაგრამ, ამის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილი ხედავს, რომ არც ისე კარგად არის საქმე. მე არ ვამბობ, რომ სუსტია და ჩამონგრევის პირასაა, მაგრამ თავს რომ უსაფრთხოდ არ გრძნობს, ეს ყველაფერი გამოჩნდა საკადრო გადაადგილებებში.

მე შემიძლია გითხრათ ერთი ინფორმაცია, რომ ლობისტური კომპანიები, რომლებიც მას ამერიკის შეერთებულ შტატებთან დალაგებას ჰპირდებოდნენ, ისინი დაითხოვა, საერთოდ შეწყვიტა კონტაქტი.

ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი ჰპირდებოდა თავის გუნდს და ეს პროპაგანდისტულადაც ისმოდა - მე დავალაგებ ტრამპთანო. ყველა ამას ამბობდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია იქნებოდა ის ქვაკუთხედი, რომელიც წელში გაწყვეტდა საქართველოს მოქალაქეებს. ეს ასე არ მოხდა, ბიძინა ივანიშვილმა ვერ დაალაგა ტრამპთან, პირიქით - მათ ჩაიდინეს ყველაზე უფრო მძიმე შეცდომა ახალ ადმინისტრაციასთან - ტრამპის ინსტრუმენტალიზაცია, როგორც “დიფ სთეითის” ხელქვეითი, რომელმაც ვერ დაამარცხა “დიფ სთეითი”. ეს ძალიან კარგად იციან ადმინისტრაციაში. ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი პროპაგანდისტულად გამოიყენა და გამოიყენა ტრამპიც.

ჩემი მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ფოკუსი უკრაინაზეა, ძალიან სერიოზული ახალი სანქციების პაკეტი ელოდებათ სხვადასხვა ქვეყნიდან. ამიტომ, ეს ასე არ არის, რომ “ქართული ოცნება” გადასარევად არის და ბიძინა ივანიშვილი ძალიან უსაფრთხოდ გრძნობს თავს”, - განაცხადა დეკანოიძემ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა “ქართული ოცნებისთვის” დამატებითი ლეგიტიმაციაა.

“არჩევნები როდესაც ტარდება, ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს მონაწილეობის მიღების უფლება და საშუალება სამართლიან გარემოში. ამ სტატუს-კვოს პირობებში, როდესაც ბიძინა ივანიშვილი არის რეჟიმი და გიორგი კალანდარიშვილის პირობებში შეიძლება სტატუს-კვოს ამ მთელ მოცემულობაში ჩატარდეს არჩევნები, თვითმმართველობის არჩევნებში გასვლაში მე აზრს ვერ ვხედავ იმიტომ, რომ ეს დამატებითი ლეგიტიმაციაა.

მე ვფიქრობ, რომ რეჟიმის დასუსტების შემთხვევაში, საერთო ეროვნული არჩევნების დანიშვნა არის შესაძლებელი. საერთო ეროვნული არჩევნები ჩატარდება იმ შემთხვევაში, თუ შიგნით და გარეთ ზეწოლა გაიზრდება”, - განაცხადა დეკანოიძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან