ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ ადამიანების სიცოცხლეს ვაფასებთ და არა აღლუმებს - დაუყოვნებლივი, სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა, სულ მცირე 30 დღით გარანტირებული და სანდო, ეს არის ის, რამაც რეალური დიპლომატიის საფუძველი შეიძლება შექმნას

ჩვენ ადამიანების სიცოცხლეს ვაფასებთ და არა აღლუმებს, - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადებას.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტა არა დროებითი, არამედ დაუყოვნებლივი, სრული და უპირობო უნდა იყოს.

„მანიპულირების კიდევ ერთი მცდელობა: რატომღაც ყველა 8 მაისს უნდა დაელოდოს და ცეცხლი შეწყვიტოს, რათა პუტინმა აღლუმისთვის სიჩუმე მიიღოს. ჩვენ ადამიანების სიცოცხლეს ვაფასებთ და არა აღლუმებს. სწორედ ამის გვჯერა, მსოფლიოს სჯერა, რომ 8 მაისამდე ლოდინის არანაირი მიზეზი არ არსებობს. ცეცხლი უნდა შეწყდეს და არა რამდენიმე დღით, რათა შემდეგ ადამიანები კვლავ მოკლან. დაუყოვნებლივი, სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა, სულ მცირე 30 დღით გარანტირებული და სანდო, ეს არის ის, რამაც რეალური დიპლომატიის საფუძველი შეიძლება შექმნას“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ცნობისთვის, კრემლის განცხადებით, ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სამი დღით, 8-10 მაისს იმოქმედებს.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა