ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებით, სუს-ის წარმომადგენლებმა მისი საცხოვრებელი სახლი დატოვეს

„ნანუკას ფონდის" დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, სუს-ის წარმომადგენლებმა მისი საცხოვრებელი სახლი დატოვეს, სადაც პროკურატურა ჩხრეკას ატარებდა.

ნანუკა ჟორჟოლიანი მის საცხოვრებელ სახლში სუს-ის თანამშრომლების გამოჩენას აპროტესტებდა და მოითხოვდა მათ დაუყოვნებლივ დაეტოვებინათ სახლი.

„სუსი გავიდა სახლიდან, სახლი თავისუფალია. ასე წავლენ „ქოცებიც“. ახლა დაიწყეს სახლის ჩხრეკა“, - წერს ჟორჟოლიანი.

ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში უკვე იმყოფებიან მისი ადვოკატები.

ჟორჟოლიანის საცხოვრებელ კორპუსთან მობილიზებულია პოლიცია.

ცნობისთვის, პროკურატურის თანამშრომლები ჩხრეკის ჩასატარებლად, ჟორჟოლიანის სახლში დილით მივიდნენ. ტელეწამყვანს ჩამოართვეს ტელეფონი.

პარალელურად, ჩხრეკა მიმდინარეობს აქტივისტ მარიამ ბაჯელიძის და „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის, ალეკო ცქიტიშვილის საცხოვრებელ სახლებშიც.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს