აქტივისტი მარიამ ბაჯელიძე - ზედაპირულად ჩაატარეს ჩხრეკა - ამიხსნეს, რომ მოსულები არიან საბოტაჟის მუხლით დაწყებულ გამოძიებაზე, ასევე უცხოეთიდან დაფინანსების შესახებ კანონი მიხსენეს

ზედაპირულად ჩაატარეს ჩხრეკა - იცოდნენ, რომ ტელეფონი იყო მთავარი, რაც უნდა ამოეღოთ. გადაწყვიტეს, რომ ლეპტოპიც წაეღოთ, - ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტმა, მარიამ ბაჯელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პროკურატურის წარმომადგენლების მთავარი მიზანი იყო ტელეფონის ამოღება.

„მათი მიზანი იყო ტელეფონი ამოეღოთ. პირდაპირ ეთერში რომ გავედი გაღიზიანდნენ და წამართვეს. მობილური როდესაც წაიღეს, ამიხსნეს, რომ მოსულები არიან საბოტაჟის მუხლით დაწყებულ გამოძიებაზე, ასევე უცხოეთიდან დაფინანსების შესახებ კანონი მიხსენეს. მეუბნებოდნენ, რომ ეძებდნენ რაიმე ტიპის ელექტრონულ ნივთს, ასევე კანონსაწინააღმდეგო ნივთიერებას, ან ნივთს. ჩხრეკის პროცესი ზედაპირულად ჩაატარეს. იცოდნენ, რომ ტელეფონი იყო მთავარი, რაც უნდა ამოეღოთ. გადაწყვიტეს, რომ ლეპტოპიც წაეღოთ“,- აღნიშნა ბაჯელიძემ.

ცნობისთვის, აქტივისტ მარიამ ბაჯელიძის სახლში ჩხრეკა დასრულდა. პროკურატურის წამომადგენლები მასთან, გამთენიისას მივიდნენ. პარალელურად, ჩხრეკა მიმდინარეობს „ნანუკას ფონდის" დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში. ასევე, საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები იმყოფებიან „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის ალეკო ცქიტიშვილის სახლშიც.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება