მაღაროელის, ტარიელ მიქაცაძის განცხადებით, ჭიათურაში გამთენიისას პროტესტის 4 მონაწილე დააკავეს

მაღაროელის, ტარიელ მიქაცაძის განცხადებით, ჭიათურაში გამთენიისას პროტესტის 4 მონაწილე დააკავეს. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, დაკავებას წინ უძღოდა დაპირისპირება. კერძოდ, როგორც მიქაცაძემ აღნიშნა, შუქრუთის მაღაროს დირექტორმა აქციის მონაწილე მაღაროელებს „ნახირის ჯოგი“ უწოდა, რამაც აქციის მონაწილეების გაღიზიანება გამოიწვია.

„აქციის 4 მონაწილე დააკავეს. ოთხივე პროტესტის მონაწილე იყო. ქუთაისის სამხარეო პოლიცია დაგვესხა თავს მოშიმშილეებს კარავში და 3 გაიტაცეს კარვიდან, ერთი კი ოჯახიდან. მიზეზი ოფიციალურად გაცხადებული არ არის. ჩემი ვარაუდით, გუშინ ინციდენტს ჰქონდა ადგილი, შუქრუთის მაღაროს ერთ-ერთ დირექტორმა აქციის მონაწილეებს ნახირის ჯოგი უწყოდა. ამის შემდეგ მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. პოლიციამ აიღო საქმე გამოსაძიებლად. ეს არის ჩემი ვარაუდი. ამ წუთებში გრძელდება პროტესტი“,-აღნიშნა მაღაროელმა ტარიელ მიქაცაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა