ჯორჯია მელონი - პუტინის მიერ გამოცხადებული სამდღიანი ზავი არასაკმარისია - მშვიდობა სამართლიანი და ხანგრძლივი უნდა იყოს

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ გამარჯვების დღის აღსანიშნავად გამოცხადებული სამდღიანი ზავი საკმარისი არ არის, უკრაინას სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა სჭირდება, - ამის შესახებ, უკრაინული მედიის ცნობით, იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ გამოცემა Corriere della Sera-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, იტალია მხარს უჭერს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ძალისხმევას და მოხარულია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაცხადა მზადყოფნა უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის, რითაც აჩვენებს, რომ უკრაინაც მშვიდობისკენ ისწრაფვის.

„ახლა რუსეთმაც იგივე უნდა აჩვენოს. პუტინის მიერ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების წლისთავისთვის გამოცხადებული სამდღიანი ზავი ხომ სულ სხვა რამ არის და აშკარად არასაკმარისია. მშვიდობა კი სამართლიანი და ხანგრძლივი უნდა იყოს“, - აღნიშნა იტალიის პრემიერმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს