მარტა კოსი - ევროკავშირი მოლდოვისა და უკრაინის გაწევრიანების პროცესების განცალკევებას განიხილავს, რადგან უნგრეთი მხოლოდ უკრაინის გაწევრიანებას ეწინააღმდეგება

ევროკავშირი მოლდოვისა და უკრაინის გაწევრიანების პროცესების განცალკევებას განიხილავს, - ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მარტა კოსის განცხადებით, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე „ორი ქვეყნის განცალკევებას არ გამორიცხავს“, რადგან უნგრეთი მხოლოდ უკრაინის გაწევრიანებას ეწინააღმდეგება.

„ჩვენ უკვე განვიხილავთ სხვადასხვა წევრ სახელმწიფოებთან, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ, რადგან მოლდოვასთან მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნას არცერთი წევრი სახელმწიფო არ ეწინააღმდეგება“, - განაცხადა ევროკომისარმა.

ამასთან, მისი თქმით, არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ მოლდოვა ევროკავშირის წევრი ევროკომისრის თანამდებობაზე მისი მანდატის ამოწურვამდე გახდეს.

„წარუმატებლობად ჩაითვლება, თუ ევროკომისიის ამჟამინდელი შემადგენლობის მანდატის დროს ახალ წევრებს ვერ მივიღებთ. მოლდოვა მთელ ჯგუფში სამაგალითო სტუდენტია. ისინი ამ ისტორიულ მომენტს გრძნობენ“, - აღნიშნა მარტა კოსმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ