ადვოკატის ინფორმაციით, გორში, სავაჭრო ცენტრში მამა-შვილის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალს დღეს წარუდგენენ

გორში, სავაჭრო ცენტრ „გალერეაში“ მამა-შვილის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ სერგო ახალკაცს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ,- ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსთან“ ბრალდებულის ადვოკატმა ნოდარ ცინცაძემ განაცხადა.

ცინცაძის თქმით, ახალკაცს უკვე შეხვდა, თუმცა, მის პოზიციაზე კომენტარს ბრალდების ოფიციალურად წარდგენის და საქმის მასალების გაცნობის შემდეგ გააკეთებს.

,,ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს დღეს შევხვდი, ვისაუბრეთ, მას ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარდგენია, დღეს წარუდგენენ, რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიებას, ვფიქრობ, ხვალ დღის პირველ ნახევარში იმსჯელებს სასამართლო აღნიშნულ საკითხზე, შესაბამისად, ამ ეტაპზე დამატებით ვერაფერს ვიტყვი“, - განაცხადა ნოდარ ცინცაძემ.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, მოკლული მამა-შვილის დედა/ბებიაც გარდაიცვალა, სიმართლეს არ შეესაბამება.

შეგახსენებთ, სავაჭრო ცენტრის შენობაში მკვლელობა გუშინ დილით მოხდა. 50 წლის სერგო ახალკაცმა, რომელიც წლებია, ,,გალერეაში“ მაღაზიას ფლობს, ამავე სავაჭრო ცენტრში მდებარე სხვა მაღაზიის მფლობელს 55 წლის დავით ცაციაშვილს და მის ვაჟს, 30 წლის გიორგი ცაციაშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, სროლის შედეგად, ცეცხლნასროლი დაზიანებით გიორგი ცაციაშვილი ადგილზე დაიღუპა, დავით ცაციაშვილი კი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, სერგო ახალკაცი მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს სასჯელს თავისუფლების აღკვეთით ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია