სალომე სამადაშვილი - დღეს ორი ამოცანაა: საზოგადოებრივი წინააღმდეგობის გატეხა და განადგურებაა - ამ ტერორის მიზანია პროტესტის ჩახშობა და ამას ჩვენ მხოლოდ გაზრდილი წინააღმდეგობით უნდა ვუპასუხოთ

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ პოლიტიკური მდივნის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ნანუკა ჟორჟოლიანის, აქტივისტების და ფონდების წარმომადგენლების საცხოვრებელ სახლებში განხორციელებული ჩხრეკების მიზანი, პროტესტის და საზოგადოებრივი წინააღმდეგობის ჩახშობაა.

მისივე შეფასებით, „ქართული ოცნების“ ქმედებებს საზოგადოებამ გაზრდილი წინააღმდეგობით უნდა უპასუხოს.

„დღეს, „ლელო - ძლიერი საქართველოს” სახელით მსურს გამოვეხმაურო იმ მცდელობას, რომ ჩვენი საზოგადოების წინააღმდეგ ტერორის კამპანია აწარმოონ, რომელსაც ადგილი დღეს დილას ჰქონდა, როდესაც ხუთ სხვადასხვა ლოკაციაზე რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით და რუსეთის სპეცსამსახურების მეთოდოლოგიით, რეჟიმი სოლიდარობის ფონდების დამფუძნებლების სახლებში შეიჭრა. პირველ რიგში, გვსურს, ყველას გამოვუცხადოთ სოლიდარობა, ვუთხრათ, რომ მათ გვერდით იდგება, რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება, ისევე როგორც ამ ქვეყანაში [მცხოვრები] თითოეული მოქალაქე, რომლისთვისაც საქართველოს გადარჩენა მნიშვნელოვანია, იმ მომავლისგან, რომელსაც ჩვენ დღეს რუსეთი გვიმზადებს და რომლის ამოცანა დღეს არის ორი: საზოგადოებრივი წინააღმდეგობის გატეხვა და განადგურება, როდესაც ქვეყანას მართავს პირდაპირ რუსეთიდან ადმინისტრირებული პოლიტიკური ძალა, წინააღმდეგობის ხაზი დღეს სწორედ საქართველოს მოქალაქეებზე და საზოგადოებრივ პროტესტზე გადის, რომელსაც ჩვენი საზოგადოება, უკვე მრავალი თვეა, წარმატებით ახორციელებს. ამ ტერორის მიზანია პროტესტის ჩახშობა, საზოგადოებრივი წინააღმდეგობის ჩახშობა და ამას უნდა ვუპასუხოთ ჩვენ მხოლოდ გაზრდილი წინააღმდეგობით. ქუჩაში კიდევ უფრო მეტი ადამიანი უნდა გამოვიდეს, კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა უნდა განაცხადოს, რომ საქართველოში დემოკრატიის გაუქმება და ამ ქვეყნის ევროპული მომავლის წართმევა არ მოხდება. იმიტომ, რომ სწორედ ეს არის მეორე ამოცანა, რომელსაც დღეს რუსეთი ცდილობს, რომ ჩვენს ქვეყანაში განახორციელოს.

მაშინ, როდესაც დასავლეთიდან განცხადებები გვესმის, რომ მათ არ აქვთ სურვილი ქართველ ხალხს წაართვან უვიზო მიმოსვლის შანსი, წაართვან თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან, მაგრამ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკა შეუძლებელს ხდის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი გაგრძელდეს. ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება რუსეთის დავალებით ყოველ დღე ახალ ნაბიჯს დგამს იმისთვის, რომ ეს პროცესი შეუქცევადი აქციოს, რასაც საქართველოს საბოლოო ჩახსნა ევროპული სივრციდან ჰქვია. იმიტომ, რომ ცხადია, აქტივისტების, ფონდების დატერორება, რეპრესიები, ეს ნიშნავს იმას, რომ კიდევ უფრო აქტუალური გახდება ისეთი საკითხები, როგორიც მაგალითად არის უვიზო მიმოსვლის შეჩერება, ევროკავშირთან ყველა თანამშრომლობის ფორმატის გაუქმება“, - განაცხადა სამადაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე