იმპექსის სააფთიაქო ქსელმა ბერძნული წარმოშობის, გლობალური პრემიუმ ბრენდის Korres-ის ახალი ინოვაციური ხაზი - Black Pine Primus წარადგინა, რომელიც ახალი სიტყვაა ნაოჭსაწინააღმდეგო კანის მოვლის რუტინაში. KORRES ბრენდი 30 წლიან წარმატების ისტორიას ითვლის, ის ორგანული მცენარეებისგან დამზადებულ, ინოვაციურ ფორმულებზე დაფუძნებულ, კლინიკურად დადასტურებულ, უსაფრთხო და ეფექტურ თავის მოვლის საშუალებებს სვაზობს მომხმარებელს. ბრენდს მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ერთგული მომხმარებელი ჰყავს და წარმოდგენილია ისეთ ცნობილ ქსელებში, როგორიცაა SEPHORA და Douglas. KORRES-ის შეძენა ქართველ მომხმარებელს კი ექსკლუზიურად „იმპექსის“ სააფთიაქო ქსელში შეუძლია.
„იმპექსფარმი“ მსოფლიოს წამყვანი ევროპული პრემიუმ ბრენდების ექსკლუზიური პარტნიორია და მომხმარებლისათვის სიხალეების შეთავაზება და ასორტიმენტის გაფართოება კომპანიაში უწყვეტი პროცესია. “მოხარული ვარ, რომ ჩვენს ქსელში უკვე ხელმისაწვდომია კორესის ახალი ხაზი Black Pine Primus, რომელიც თავისი ინოვაციური მაღალეფექტური ფორმულით, დამზადების ტექნოლოგიით და ნატურალური შემადგენლობით დარწმუნებული ვარ ისეთივე პოპულარული გახდება, როგორც ჩვენს ქსელში წარმოდგენილი კორესის სხვა ხაზები. იმპექსი მომავალშიც გეგმავს კიდევ უფრო გააფართოოს ნატურალური, მაღალი ხარისხის კოსმეტიკური ბრენდების არჩევანი ქსელში და ბევრი საინტერესო სიახლე შესთავაზოს ქართველ მომხმარებელს მათ სილამაზისა და ჯანმრთელობაზე ზრუნვის მიზნით“. იმპექსის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ხელძღვანელი- ნინო დგვეფაძე.
Korres ახალი ხაზის Black Pine Primus-ს პრეზენტაცია სასტუმრო „ვინდჰემ გრანდ თბილისში“ გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ბრენდის წარმომადგენლები საბერძნეთიდან, საბერძნეთის ელჩი, ინფლუენსერები, კონტენტ-კრეატორები და მედიის წარმომადგენლები, რომელთაც ბრენდისგან განსაკუთრებული საჩუქრები მიიღეს.
ღონისძიების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილი პანელური დისკუსია გახლდათ. პანელურ დისკუსიაში სპიკერად (რეგალია) ანა კოშაძე წარსდგა, რომელმაც აუდიტორიას მისი გამოცდილება, წარმატების ისტორია გაუზიარა. მისი შთაბეჭდილებები კორესის ახალი ხაზის Black Pine Primus-ის სამი უნიკალური პროდუქტის "NO WRINKLES" კოლექციის შესახებ. ანა წარსდგა აუდიტორიის წინაშე როგორც პერსონიფიკაცია კორესის ახალი ნაოჭსაწინააღმდეგო ხაზისა- დინამიური, ენერგიული, წარმატებული ახალგაზრდა ქალი, რომელიც აბალანსებს დატვირთული ცხოვრების წესს და არასოდეს მიდის კომპრომისზე შეინარჩუნოს ახალგაზრდული და გაბრწყინებული სახის კანი.
ანა კოშაძე: „კორესის ახალი ინოვაციური დაბერების საწინააღმდეგო კოლექცია, აძლევს დინამიურ, თანამედროვე ქალებს საშუალებას გამოიყურებოდნენ ისეთივე ენერგიულად, როგორც თავს შინაგანად გრძნობენ. ამ ხაზის მესიჯი- უთხარი არა, ინსპირაციულია და არამხოლოდ ასაკობრივი ნიშნებისთვის არას თქმას გულისხმობს, არამედ ყველაფერი იმისათვის, რომელიც ჩვენს მენტალურ თუ ფიზიკურ ჯანმრთელობას ვნებს. ამ ზრუნვით საკუთარ თავზე კი ვახერხებთ არასოდეს ჩავაქროთ ჩვენში ახალგაზრდული ჟინი და სიცოცხლის ენერგია. კორესის ახალი ხაზი Black Pine Primus-ის ეფექტურობით და მაინსპირირებელი მესიჯით მოხიბლული ვარ და დარწმუნებული ვარ რომ ისინი ჩემი თავის მოვლის რუტინის განუყოფელი ნაწილი გახდება“.
KORRES- ის Black Pine Primus ხაზი შეიქმნა შავი ფიჭვის კვირტის სასარგებლო თვისებების შესწავლის საფუძველზე, რომელიც დადასტურდა, როგორც ნატურალური ძლიერმოქმედი ინგრედიენტი ნაოჭსაწინააღმდეგო კოსმეტიკაში. შავი ფიჭვის კვირტი მდიდარია ანტიოქსიდანტური ნაერთებით (პოლიფენოლები და ფლავონოიდები), რაშიც მდგომარეობს მისი სიცოცხლისუნარიანობის და გამძლების ძალა. კორესის მეცნიერებმა კვირტის ეს უნიკალური თვისებები გადააქციეს ეფექტურ ფორმულად ნაოჭსაწინააღმდეგო ახალი ხაზის Black Pine Primus-ის შესაქმნელად.
რა ხდის Black Pine Primus ხაზს უნიკალურს?
15 წლიანი საფუძვლიანი კვლევა: მეცნიერები 15 წლის განმავლობაში იკვლევდნენ მრავალწლოვანი ფიჭვების თავდაცვის მექანიზმებს. რომელზეც შემდგომ დააფუძნეს ინოვაციური ფორმულა.
შავი ფიჭვი კვირტის ძლიერი ბიოაქტიური ექსტრაქტი: მდიდარია ანტიოქსიდანტური ნაერთებით (პოლიფენოლები და ფლავონოიდები), რომლებიც იცავენ კვირტს გარე სტრესისგან წარმოქმნილი თავისუფალი რადიკალებისგან.
ინოვაციური, მდგრადი მოპოვების ტექნოლოგია: კორესი იყენებს ბუნებრივ ევტექტიკურ გამხსნელებს (NaDES) და ფერმენტებს მოპოვების პროცესში. მოპოვების პროცესი არის ქიმიკატების გარეშე, ნულოვანი ნარჩენებით და უფრო ნაყოფიერი.
YouthRePro ტექნოლოგია: KORRES-ის დაპატენტებული ტექნოლოგია აერთიანებს ჰექსაპეპტიდ-8-ს და ჰიალურონის მჟავის სამ ტიპს კანის განახლებისთვის და ნაოჭსაწინააღმდეგო ეფექტისთვის, კანის სიგლუვის და ელასტიურობის გასაუმჯობესებლად.
Black Pine Primus ახალი ხაზი 3 უნიკალურ პროდუქტს ერთიანებს:
6xHA ნაოჭ-საწინააღმდეგო გამაახალგაზრდავებელი ბუსტერი - შეიცავს ექვსი ტიპის ჰიალურონის მჟავას ნაოჭ საწინააღმდეგო მოქმედებისთვის, რომელიც კანის 3 სხვადასხვა დონეზე მოქმედებს და ანიჭებს კანს განსაკუთრებულ ბზინვარებას.
ნაოჭების საწინააღმდეგო დღის კრემი- აუმჯობესებს კანის ელასტიურობას, ამცირებს ნაოჭებს, აღადგენს ტენიანობას და უზრუნველყოფს ჯანსაღ ბზინვარებას. ფორმულაში შემავალი ბუნებრივი რეტინოლის ალტერნატივა ამცირებს კანის დაბერების ყველა ხილულ ნიშანს.
გამაახალგაზრდავებელი, აღმდგენი ღამის საცხი- ამცირებს ნაოჭებს, აჯანსაღებს და ამკვრივებს კანს. მასში შემავალი ლავანდის ბიოფუნქციონალი- იგივე სილამაზის აქივატორი ძილში, სახეს ანიჭებს განახლებულ და საფუძვლიანად დასვენებულ იერს ძილის შემდგომ.
ახალი ხაზი Black Pine Primus-ის კოლექცია უკვე წარმოდგენილია იმპექსის სააფთიაქო ქსელის თაროებზე და კომპანია გეგმავს, რომ ახალი ხაზის ტესტირების დღეები მომხმარებელს ხშირად შესთავაზოს.
(R)